"ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში...სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის" – შოვში გადარჩენილი გიორგი ადამია "ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში...სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის" – შოვში გადარჩენილი გიორგი ადამია /> "/> " />


  17:11:05     14-08-2023

"ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში...სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის" – შოვში გადარჩენილი გიორგი ადამია

1692018858b6e6a26b4db370837c3b04b71d2b9036.jpg

ირაკლი კობახიძემ შოვში სტიქიას გადარჩენილ ტასოზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ბრძოლის შედეგად გადაურჩა სიკვდილს, სპეკულაცია უწოდა. აღნიშნულს სოციალურ ქსელში ასევე სტიქიას გადარჩენილი გიორგი ადამია გამოეხმაურა:

„ჩემი თვალით ვხედავდი როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი.

ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის“! — წერს გიორგი ადამია. 


ავტორი: presa.ge