პორნოგრაფია შესაძლოა იმპოტენციის მიზეზი გახდეს

საქართველო, თბილისი - 11:18 | 25.09.2017
ნანახია: 5141

ამერიკელი სპეციალისტების აზრით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ერექტიული დისფუნქციის გავრცელება პორნოგრაფიას უკავშირდება.

იმის მიუხედავად, რომ ბევრი სპეციალისტი ეჭვქვეშ აყენებს პორნოგრაფიასა და იმპოტენციას შორის კავშირს, კვლევები ცხადყოფს, რომ ფილმები უფროსებისთვის ნეგატიურად აისახება სექსუალურ სურვილსა და სიამოვნებაზე.

ექსპერტების თქმით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში შეიმჩნევა ერექტიული დისფუნქციის ზრდა ახალგაზრდა მამაკაცებს შორის, მაშინ როცა ეს დაავადება დამახასიათებელი იყო უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის.

სპეციალისტებმა გამოკითხეს 20-დან 40-წლამდე 312 მამაკაცი.

რესპოდენტების 3,4 პროცენტის თქმით, უპირატესობას ანიჭებს უფროსებისთვის განკუთვნილი ფილმების ყურებისას მასტურბირებას და არა სექსს. დანარჩენი მოხალისეების თქმით, კი რაც უფრო ხშირად უყურებდნენ პორნოგრაფიას, უფრო ძლიერად იტანჯებოდნენ ერექტიული დისფუნქციით.

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ეროტიკული ფილმები დაავადების მთავარი მიზეზი არ არის. მათი თქმით, პორნოგრაფია იმპოტენციისა და სხვა სექსუალური პრობლემების მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა გახდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე