პენისის გიგანტური ქანდაკება მონასტრის ბერებს გადაეცემა

საქართველო, თბილისი - 15:30 | 07.11.2017
ნანახია: 14971

პენისის სკულპტურა, რომელიც ავსტრიაში ოტშერის მთაზე გაჩნდა, ცისტერციანცების სამონასტრო ორდენს გადაეცემა, თუ ხელისუფლება ქანდაკების ავტორს ვერ იპოვის. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.

ადგილი, სადაც ფალოსია აღმართული, მონასტირს ეკუთვნის. სკულპტურა ტურისტებმა ნოემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს. საიდან გაჩნდა ის და შეუჩნევლად როგორ აიტანეს მთაზე, უცნობია.  

ფალოსი ხისგან არის დამზადებული. Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოსურათების მიხედვით, მისი სიმაღლე მეტრნახევარს შეადგენს.

სამთოსათხილამურო  კურორტის ოპერატორები ქანდაკების ავტორს ერთი სეზონის აბონიმენტს პირდებიან. ისინი შიშობენ, რომ ფალოსი ქარისგან წაიქცევა და მის საიმედოდ გამაგრებას ითხოვენ.

ოტშერის მთა ავსტრიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ალპებში მდებარეობს. მწვერვალის სიმაღლე 1893 მეტრს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე