ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლოზე სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის ცნობა წარადგინა

საქართველო, თბილისი - 17:22 | 04.06.2019
ნანახია: 886

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებამ მტკიცებულებად მოწმეთა ჩვენებები, ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები წარადგინა.

ადვოკატმა კი  სასამართლოზე ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლების შესახებ რეკომენდაცია და სხვა დოკუმენტაცია წარადგინა. მათ შორის არის სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის ცნობაც.

ლევან ჯიბღაშვილი ბრალს აღიარებს. საქმის არსებითი განხილვა 17 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ლევან ჯიბღაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიებად 10-ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

მტკიცებულებების ჩამონათვალის ფოტოს პირველი არხი ავრცელებს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე