ჩახუტება ადამიანს ტკივილს უმსუბუქებს

საქართველო, თბილისი - 16:03 | 25.09.2015
ნანახია: 8435

უბრალო ჩახუტება ადამიანზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩახუტება ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობას ძალიან ეხმარება. ჩახუტების მეშვეობით შესაძლებელია, გავუმკლავდეთ სტრესს, დეპრესიას. სპეციალისტების აზრით, ჩახუტება ადამიანში ნდობისა და უსაფრთხოების შეგრძნებას ბადებს, რაც ხელს უწყობს სხვებთან თავისუფალი, ღირსეული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ჩახუტება ამაღლებს ოქსიტოცინის კონცენტრაციას, რომელიც აუმჯობესებს ემოციურ ფონს. თუ ჩახუტება დიდხანს გრძელდება, იზრდება სეროტონინის კონცენტრაცია, ეს კი კარგი განწყობის ნეირომედიატორია. ის ამაღლებს თვითშეფასების უნარს, ყველა ადამიანს სურს, რომ მას სიყვარულით უდგებოდნენ. ადრეული ბავშვობის ასოციაცია დაკავშირებულია თვითშეფასებასთან, რაც ადამიანის ნერვულ სისტემაშია აღბეჭდილი. ჩახუტება კი მათ ააქტიურებს.

ჩახუტება ასევე ხელს უწყობს მოდუნებას, ტკივილის შემსუბუქებას სისხლის ცირკულაციის გაძლიერების ხარჯზე. ნერვული სისტემა და სუნთქვა წესრიგდება. სპეციალისტები ჩახუტებას ადარებენ მედიტაციასა და სიცილის თერაპიას, რადგან ის ადამიანს პრობლემების ჩამოშორებაში ეხმარება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე