იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა

საქართველო, თბილისი - 14:56 | 18.04.2020
ნანახია: 696

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი შესრულდა. რიტუალს  მრევლი არ ესწრებოდა.  

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ეკლესიის წარმომადგენელი იმყოფებოდა.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე