ბაზალეთის გაყინულ ტბაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია

საქართველო, თბილისი - 17:01 | 11.01.2021
ნანახია: 580

დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ბაზალეთის ტბის როგორც მიმდებარე ისე გაყინული წყლის ტერიტორიაზე ბოლო დღეებია სხვადასხვა მიზნებისთვის მოსახლეობის აქტიური გადაადგილება შეინიშნება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ტემპერატურის კლების გამო რამდენიმე დღეა ტბა გაყინულია მასზე გადაადგილება კი საფრთხის შემცველია.

ადგილზე მოქალაქეების უსაფრთხოების გამო მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იქ მისულ მოქალაქეებს ტბაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ მოწოდებას და უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ტბაზე გადაადგილებისაგან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე