"რთული ხასიათი მაქვს..." - მერსი სულხანიშვილის პასუხები უხერხულ კითხვებზე

მერსი სულხანიშვილი

ცნობილი მოდის სახლების ძვირად ღირებული განყუთვები სოციალურ ქსელებში - ეს მისთვის ყოველდღიურობა, ხშირად ის თავის გამომწერებს ანებივრებს "ბალენსიაგას", "ჟაკმუსის", "გუჩის", "მარჯიელას" და არაერთი სხვა ცნობილი მოდის სახლის სამოსის განყუთვის ვიდეობით. 
როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს  ჟურნალისტი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალ ანაზღურებადი ინფლუენსერი მერსი სულხანიშვილი ამის შესახებ "პრაიმ ტაიმს" ესაუბრა.

- რას საქმიანობ, როგორ ხარ?

- აქტიურად ვეწევი პროფესიულ საქმიანობას, მიმყავს პოლიტიკური გადაცემა, ასევე ვაქტიურობ სოციალურ ქსელებში ჩემი სოციალური ქსელების მეგობრებს (გამომწერებს) ხშირად ვანებივრებ ჩემი ყოველდღიური ცხოვრებისეული კონტენტებით, ასევე ვარ რამდენიმე კომპანიის ბრენდ ამბასადორი.  თანამედროვე აქტიური ადამიანის ცხოვრების ნაწილია სოციალური ქსელები, რომელიც გვაახლოებს ადამიანებთან. ვცდილობ, კონტენტის შექმნისას, გავითვალისწინო ჩემი  მიმდევრების ინტერესი და ყოველთვის ვთავაზობ მათთვის საინტერესო  კონტენტს. დიდი ხანია სოციალური ქსელები გასცდა მხოლოდ ლამაზი ფოტოების გაზიარებს. ადამიანებს სჭირდებათ სასარგებლო ინფორმაცია. კონტენტის შექმნისას მეხმარება ჩემი პროფესია, თითოეული ვლოგის შექმნას ზუსტად ისე ვუდგები და ვგეგმავ როგორც ტელევიზიაში სიუჟეტს დავგეგმავდი. აუდიტორიასთან ვარ გულწრფელი, ამას ადამიანებიც ხედავენ და სწორედ ამიტომ ყოველთვის დადებით უკუკავშირს ვიღებ. 
მოგეხსენებათ ინფლუენსერ მარკეტინგი ძალიან აქტუალური თანამედროვე ცხოვრებაში, ჩემს აუდიტორიას არასდროს ვთავაზობ პროდუქტს, რომელსაც თავად არ მოვიხმარ. ყოველ დღიურად უამრავი კომპანიისთვის მიწევს თანამშრომლობაზე უარის თქმა, იმისათვის რომ მოხვდეს ესა თუ ის კომპანია ჩემს პლატფორმებზე, ის ნამდვილად უნდა იყოს საუკეთესო.

- რატომ მიიღე გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური კუთხით მოგესინჯა ძალები?

- მომესინჯა ცოტა არასწორი  ნათქვამია, იმ მარტივი მიზეზით მოსინჯვა არ მჭირდება იმის რაც ჩემი მთავარი პროფესიაა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, შესაბამისად მივიღე შეთავაზება და დავთანხმდი. წლების წინ სიმართლე რომ გითხრათ ბევრ რამეს სხვაგვარად ვუყურებდი. როცა პროფესიით ჟურნალისტი ხარ, შენ შენს პროფესიულ საქმიანობას ემსახურები, დღეს შესაძლოა კულტურის მხრივ იმუშაო, ხვალ პოლიტიკის და ეს ნორმალურია. რაც შეეხება პოლიტიკას,  ბევრმა შესაძლოა ერთი შეხედვით ვერ წარმოიდგინოს მაგრამ საკმაოდ კარგად ვერკვევი პოლიტიკაში. ცხოვრებაში ზოგადად იმას ხელს არასდროს ვკიდებ რაშიც არ ვარ კომპეტენტური.

- მთავარი ხაზი შენი რაც არის, ესაა სილამაზე, თავის მოვლა  და მოდა. განსაკუთრებით აქტუალური ხარ,  საკუთარი ნიშის დაჭერა სოციალურ ქსელებში ძალიან რთულია, როგორ შეძელი ამის გაკეთება?

- ჩემი სამივე სოციალური ქსელის პლატფორმა ასახავს ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელსაც ვუზიარებ ჩემს გამომწერებს. ავიღოთ თავის მოვლის მიმართულება არ არსებობს პროცედურა, რომელსაც ვიკეთებ ან გამიკეთებია რომ არ გავუზიარო ადამიანებს.
ამ ბოლო დროს ქალბატონები ხშირად  მეკითხებიან რჩევებს, ამიტომ მეც უკვე დავიწყე პირადი გამოცდილების გაზიარება ამა თუ იმ პროცედურაზე.
ასევე აქტუალურია განყუთვის ვიდეოები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხალხს ვასწავლი, ამა თუ იმ გვერდიდან როგორ გამოიწერონ მათთვის საინტერესო ნივთი. განყუთვის ვიდეოებს სულმოუთქმელად ელოდებიან და როცა ამას მწერენ, პატარა ბავშვივით მიხარია. 
თბილ წერილს რომ ვიღებ მეტირება, ემოციებით ვივსები, მოტივაცია მეძლევა ადამიანებისთვის კიდევ უფრო სასარგებლო, საჭირო და საინტერესო კონტენტი შევქმნა. 
ინლუენსერ-მარკეტინგი მარკეტინგული მიმართულების ერთ-ერთი მიმართულებაა ცხადია,  ეს ყველაფერი დავგეგმე თავის დროზე სწორი მიმართულებით. დღესდღეობით ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. ვამაყობ საკუთარი თავით, იმიტომ რომ თუნდაც მაშინ, როცა ფინანსურად ძალიან მიჭირდა, არასდროს გამიკეთებია უხარისხო პროდუქციის რეკლამა.

- ბევრს შეიძლება აღარ ახსოვდეს მაგრამ, შენი ჟურნალისტური კარიერა მოდის ბლოგერობით დაიწყე, რა ასაკიდან გაგიტაცა მოდამ?
- მოდის სფერო ბავშობიდან მიყვარდა.  მახსოვს ჩემს ოჯახში განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხისადმი. ახალმა თაობამ შესაძლოა არც კი იცის მაგრამ საქართველოში პირველი მოდელიერი საშა "პარტნოი" იყო, გადმოცემით ბებიასგან ვიცი, რომ სწორედ მასთან იკერავდა ბებია და მისი დედა (დიდი ბებია) სამოსს.  ბებიაჩემის ჰქონდა განსაკუთრებით დახვეწილი გემოვნება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავადაც ჰქონდა კერვის ნიჭი, ისეთი საოცარი დიზაინის კაბებს მიკერავდა ხოლმე, ახლაც სიამოვნებით ჩავიცვამდი.  სხვათა შორის, ბარბებისთვის ულამაზეს კაბებს ერთად ვკერავდით ხოლმე. შესაძლოა გავლენა ამანაც იქონია. პირველად ჩემი მოდის ბლოგი 2010 წელს შევქმენი-ინგლისურ ენაზე. მოგვიანებით ბლოგმა ყურადღება მიიქცია, 2011-2012 წელს უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა. ვმუშაობდი ჟურნალ „ბომონდში“ მოდის მიმართულებით, ასევე წლის სახეების და სახელების საგამომცემლო სახლისთვის მოდის მიმართულებით. მოგვიანებით რადიოსა და ტელევიზიაში გადავინაცვლე. წერა ძალიან მიყვარს, დღემდე ვაკეთებ ჩანახატებს, არ გამოვრიცხავ სამომავლოდ წიგნად ვაქციო.  ამ ეტაპისთვის ვთანამშრომლობ რამდენიმე უცხოურ წამყვან ბრენდთან. 
- ხშირად იწერ ძვირად ღირებულ ნივთებს, რაც განხილვის საკითხია...
- არ მესმის რას ნიშნავს სიტყვა ძვირად ღირებული. ყველა ნივთს გააჩნია თავისი ღირებულება. ფასს სწორედ ეს ღირებულება განაპირობებს. ვინც მიცნობს მან იცის რომ არასდროს მენანება თანხის გადახდა სამოსში, მით უმეტეს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ამას საჭიროება მოითხოვს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ჩემი სოციალური ქსელების ერთ-ერთი კონტენტის მიმართულება არის განყუთვის ვიდეობი, ალბათ ახლა განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში სწორედ ამიტომ მოექცა. მე ვიწერ იმას რაც მომწონს, შემდეგ ამას ვუზიარებ ადამიანებს. ეს იქნება დიზაინერისა თუ ცნობილი მოდის სახლის სამოსი თუ სწრაფი მოდის ყველასათვის ხელმისაწვდომი ბრენდები.

- ყველაზე ძვირიანი რა არის შენს გარდერობში?

- მოგეხსენებათ მოდის სახლის ჩანთები საუკეთესო ინვესტიციად ითვლება. ასე უცბად რაც მომაგონდა, საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, ალბათ ესაა შანელის ჩანთა.  დღეის მდგომარეობით მისი საბაზრო ღირებულება 13500$ აჭარბებს.

- ოჯახი გეხმარება თუ საიდან ყიდულობ ძვირად ღირებულ სამოსს თუ შენი შემოსავალი საკმარისია? 
-  ჩემი შემოსავალი სავსებით საკმარისია იმისთვის რომ საკუთარი თავისთვის მოვახერხო იმ საჭიროების შეძენა რაც მომწონს და მინდა და ისევ ჩემს საქმიანობას მოვახმარო.

- ადრე ხშირად იყავი ყვითელი პრესის ობიექტი, ჭორების ხან ვისთან გაწყვილებდნენ ხან ვისთან დღემდე აქტუალურია კითხვა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში არის თუ არა სიახლე?

-  ეს ყველაფერი ადამიანების მიერ გამოგონილი ჭორები იყო, რომლითაც თავად იკვებებოდნენ.  მე ძალიან რთული ხასიათის ადამიანი ვარ. მე თავი მომაწონო, მომხიბლო, არ არის მარტივი. ამ ეტაპზე, ჩემს პირადში არაფერი არ ხდება, მთელს ჩემს დროსა და ენერგიას საქმეს ვუთმობ. 
მე დიდ პატივს ვცემ ღირებულებს, რაც ცოტა არ იყოს გაუფასურებულია. შესაძლოა ვიღაცისთვის ძველმოდურად ვაზროვნებდე მაგრამ, მამაკაცმა უნდა იცოდეს ქალის პატივისცემა, უნდა გააჩნდეს ღირებულებები, ოჯახის პატივისცემა, უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და ა.შ

- ტელევიზია არ გენატრება?

-  ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩემი საქმეა და ძალიან მენატრება ეკრანი,  კამერის წინ დგომა,  სხვა ემოციაა მაყურებელთან ურთიერთობა. მაყურებელთან ურთიერთობის დანაკლისს ამ სიცარიელეს, ამ ეტაპზე სოციალური მედია მივსებს. კონტენტების შექმნაში სწორედ სატელევიზიო გამოცდილება მეხმარება, სატელევიზიო მუშაობის გამოცდილება მაქვს როგორც კამერის წინ, ასევე პროდუსინგში.  ტელევიზია ჩემთვის ცოცხალი ორგანიზმია, ადგილი სადაც 24/7 გიწევს შრომა,  მუდმივად სიახლის ძიება, მართალია, დღეს თითქოსდა ისეთი აქტუალური აღარ არის და სოციალურმა მედიამ შეითავსა, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ საქართველოში თავის ძალა და უდიდესი გავლენა აქვს ტელევიზიას.

- ცხოვრებაში რთული პერიოდი თუ გქონია და რა დაგეხმარა გადატანაში?

- არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში რთული პერიოდი არ ჰქონია. არც მე ვარ გამონაკლისი. მქონდა ცხოვრებაში პერიოდი, როცა ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა, საერთოდ, არ მიხაროდა გათენება. 
ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება შემხვედრია, სწორედ ამ დაბრკოლებებმა გამაძლიერა. ვცდილობ,  ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, ვიყო მოტივაცია, უამრავ წერილს ვიღებ. მეც ბევრჯერ მომიხურეს ცხოვრებაში კარი... დღეს თუ რაღაც ისე არ არის, როგორც გვინდა, არ დავნებდეთ, დავისახოთ მიზანი და აუცილებლად გამოვა. ქვეცნობიერს ძალიან ძალიან დიდი ძალა აქვს და უნდა ვისწავლოთ მისი მართვა. არასდროს დანებდეთ, იბრძოლეთ თქვენი მიზნის მისაღწევად. ყოველი დაბრკოლება მიიღეთ როგორც გამოცდილება. ყოველი მარცხი ახალი ტრიუმფალური გამარჯვების საწყისად.

- და ბოლოს არახალია რომ გიყვარს ესთეტიკური ჩარევები რომელსაც ხშირად მიმართავ, ბოლოს რამდენადაც ცნობილია სოციალურ ქსელის მიმდევრებს დუნდულების მოცულობაში გაზრდის შესახებ აცნობე?

- სულ რამდენიმე კვირის წინ პოლი-რძის-მჟავით გავიკეთე დუნდულების მოდელირება. სხვათა შორის, ეს პროცედურა ძალიან პოპულარულია ჰოლივუდის ვარსკვლავებში. იმპლანტატის ალტერნატივაა და იმპლანტებისგან განსხვავებით არ იწვევს ალერგიულ რეაქციას. აქვს მცირე სარეაბილიტაციო პერიოდი. სულ ერთ საათს მოიცავს პროცედურა. დასრულდა პროცედურა, გამოვედი ესთეტიკური კლინიკიდან,  ჩავჯექი მანქანაში და წავედი სახლში. აი ასე მარტივად. ამას გარდა ქალბატონებს გაახარებთ გარდა იმისა რომ ხდება დუნდულების მოცულობაში გაზრდა, მოდელირება, კანი ხდება გლუვი, თავად ეს პოლირძის მჟავის შემადგენლობა უწყობს ხელს ბუნებრივად კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას  და ყველაზე მთავარი ბენეფიტი ცელულიტი თუ გვაქვს -  ის ხდება შეუმჩნეველი. როგორც ჩვენს სახეს სჭირდება მოვლა ასევე ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილებს.