ბავშვი ველოსიპედით სეირნობდა, როცა ნიღბიანმა კაცმა გაიტაცა... - საქმე, რომელიც 27 წლის შემდეგ მოყვარულმა დეტექტივმა გახსნა

ბიჭი

1989 წლის 22 ოქტომბერს, მინესოტას შტატში, 11 წლის ჯეიკობ ვეტერლინგი თავის პატარა ძმასთან ერთად სეირნობა, თუმცა იმ დღის შემდეგ ჯეიკობი აღარავის უნახავს. ბავშვი გაიტაცეს.

ბიჭს მოსიყვარულე ოჯახი ჰყავდა და პატარა ძმასთან ერთად დროს შესანიშნავად ატარებდა. ამ დღეს დედამ შვილებს უთხრა, რომ სახლიდან არ გასულიყვნენ. თავად კი მეუღლესთან ერთად, მეგობრების სანახავად წავიდა. საღამოს, დაახლოებით, 9 საათზე ჯეიკობმა დედას დაურეკა და ველოსიპედით გასეირნების ნებართვა სთხოვა, პეტიმ შვილებს უარი უთხრა. ბავშვები დედის უარს არ დასჯერდნენ და მამას დაურეკეს, ახლა მას სთხოვეს გარეთ გასვლის ნებართვა. უთხრეს, რომ მხოლოდ უახლოეს მაღაზიამდე წავიდოდნენ, სპეციალურ ჟილეტსა და ქუდსაც გამოიყენებდნენ, რომ ველოსიპედით სეირნობისას არ დაზიანებულიყვნენ, პატარა დას კი 14 წლის მეზობელს დაუტოვებდნენ. მამამ ნება დართო და ბიჭებიც მეგობართან ერთად ველოსიპედებით მაღაზიისკენ გაემართნენ. ეს გადაწყვეტილება მამას მთელი დარჩენილი ცხოვრება სანანებლად გაუხდა.

როდესაც ბიჭები გზას დაადგნენ, მალევე მათ ნიღბიანი მამაკაცი გადაეღობათ წინ. სამივეს კარგად დააკვირდა, მერე კი ტრევორსა და აარონს ტყეში შესვლა უბრძანა და უთხრა, უკან არ მოეხედათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახვრეტით ემუქრებოდა. ჯეიკობი კი გაიტაცა. ბავშვები მაშინვე სახლში გაიქცნენ, რომ დახმარება ეთხოვათ, მეზობლებს გაუმხილეს, რაც შეემთხვათ.  ყველა მალევე ჩაერთო ძიებაში, მაგრამ ბავშვი თითქოს მიწამ ჩაყლაპა. საქმეში FBI და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიაც ჩაერთო, ბავშვის ფოტოები ყველგან გამოაკრეს, მაგრამ ვერსად ვერაფერი აღმოაჩინეს.

წლები გადიოდა, მაგრამ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. იქამდე არაფერი გარკვეულა, ვიდრე ამ ამბის მიმართ ინტერესი მოყვარულმა დეტექტივმა, ჯოი ბეიკერმა არ გამოიჩინა. ჯოი 22 წლის იყო, როდესაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯეიკობ ვატერლინგის საქმით დაინტერესდა და გამოძიების დაწყებას აპირებდა.

რამდენიმე დღეში ბიჭმა ჯარედ შაიერლის საქმე აღმოაჩინა, რომელიც ჯეიკობის ამბავს ძალიან ჰგავდა. შაიერლი 12 წლის იყო, როდესაც 1989 წლის 13 იანვარს ნიღბიანმა მამაკაცმა გაიტაცა და გააუპატიურა. ამის შემდეგ უცნობმა ჯარედი ტყეში წაიყვანა, სადაც გაათავისუფლა და უთხრა, უკანმოუხედავად გაქცეულიყო, თორემ დახვრეტდა. ჯეიკობის ამბავიც დაახლოებით იმ ლოკაციაზე მოხდა. ბეიკერმა ეს ორი ფაქტი ერთმანეთს დაუკავშირა და შაიერლის მოძებნა გადაწყვიტა.

2015 წლის ივლისში, ჯეიკობის საქმის ხელახალი ძიებისას პოლიციამ აღმოაჩინა, რომ შაიერლის დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი დნმ დენი ჯეიმს ჰაინრიხის მონაცემებს ემთხვეოდა. ჩხრეკის ორდერი გაიცა და მალევე მამაკაცის სახლში ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეოები აღმოაჩინეს. ჰაინრიხი ჯეიკობის საქმეში თავდაპირველადაც იყო ეჭვმიტანილთა სიაში, მაგრამ მაშინ ბრალი ვერ დაუმტკიცეს.

ასევე ნახეთ:

„წინსვლა იმდენად სწრაფი იქნება, რომ თვითონაც გაგიკვირდებათ“ - ვის ელის პროფესიული წარმატება წელს

ევროპაში პირველი ქართველი თამადა, რომელიც სუფრაზე 30 ლიტრ ღვინოს სვამდა

„ღმერთი არ გაგიწყრეთ, ხატს ხელი არ ახლოთ...“ - ემოციური ამბავი კაცზე, რომელიც ახლობლის სახლის ძარცვის მონაწილე გახდა