თურქეთის ციხიდან, ახლახან დაკავებული, "გუჯა ქუთაისკი" გაათავისუფლეს

გუჯა ქუთაისკი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით დაკავებული ქართველი „კანონიერი ქურდი“ გუჯა თურქაძე, იგივე გუკა ქუთაისში თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს. 

ინფორმაციას სააგენტო primecrime-ი ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, FSB-მ სტამბოლში გააგზავნა სია იმ ადამიანების, რომლებიც თითქოს თურქეთის „უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან“.

კიდევ სამი დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტი პატიმრობაში იმყოფება. ესენი არიან ჰუსეინ ახმადოვი, ვლადიმერ ჟურაკოვსკი , ოთარი ტოტოჩია.

დაკავებულებს თურქეთში ბინადრობის უფლება ჰქონდათ, ისინი ახლა დეპორტაციის ციხეში არიან გადაყვანილები.