რატომ არ ეხებიან ხეები კენწეროებით ერთმანეთს უღრან ტყეში - ამ ფენომენს მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ

ხეები

რა თქმა უნდა, ერთხელ მაინც შეგიმჩნევიათ, რომ ახლოს მდგომი ხეების გვირგვინები ერთმანეთს არ ეხებიან. ბოტანიკოსები ხეების ამ ქცევას „მორცხვი გვირგვინების“ ფენომენს უწოდებენ და ის სხვადასხვა სახეობის ხეებში გვხვდება.

1920-იანი წლებიდან ეს ფენომენი ფართოდ განიხილება სამეცნიერო წრეებში, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ხერხდება იმის გარკვევა, თუ რატომ იქცევიან ხეები ასე. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ტოტები უბრალოდ ზიანდება ძლიერი ქარის გამო, ამიტომ, თავიდან რომ აიცილონ ერთმანეთთან შეჯახება, ხეები შეგნებულად არ ეხებიან ერთმანეთს და ქმნიან სივრცეს გვირგვინებს შორის. ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ გვირგვინები რეალურად იზრდება დროთა განმავლობაში, თუ ისინი დაცულია ქარისგან.

მეორე თეორია ამბობს, რომ ხეების „მორცხვობა“ მზის სინათლის ნაკლებობის გამო ხდება. მცენარეები ცდილობენ დაიჭირონ სინათლის ნებისმიერი სხივი, ამიტომ ათავსებენ თავიანთ გვირგვინებს ისე, რომ მათზე ჩრდილი არ იყოს. შედეგად, ქვემოთ მდებარე ტოტები იღებენ საკმარის მზის შუქს.

მაგრამ მესამე ვერსია ამბობს, რომ მწვერვალებს შორის მანძილი ეხმარება ხეებს დაიცვან თავი მწერებისგან, რომლებიც იკვებებიან ფოთლებით. ეს მეთოდი, მეცნიერთა აზრით, ხეების ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, როცა ხეები ერთმანეთს არ ეხებიან, ეს მათ უფრო კარგად ზრდას უწყობს ხელს.

თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ „მორცხვი გვირგვინის“ ფენომენს ბევრი სარგებელი აქვს. 

ასევე ნახეთ:

ბილ გეითსის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების წყალობით, კაცობრიობა 3-დღიან სამუშაო კვირამდე მივა

საოცარი ტექნოლოგიები, რომლებიც 2100 წლისთვის დედამიწაზე გამოჩნდება - როგორი იქნება ცხოვრება 90 წლის შემდეგ - ექსპერტების მოსაზრება

ექსპერტებმა ღამის მშვიდი ძილის საიდუმლო აღმოაჩინეს