შეიძლება თუ არა ენობრივი სირთულეების მქონე ბავშვი ორენოვანად აღიზარდოს

დედა-შვილი

მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო მტკიცებულება მიუთითებს, რომ შეცვლილი ენის ან კომუნიკაციის მქონე ბავშვები შეიძლება გახდნენ ორენოვანი და რომ ორენოვნება მათთვის საზიანო არ არის, ზოგიერთი ექსპერტი მაინც ამბობს, რომ ეს ბავშვებისთვის საზიანოა. 

კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნება

ბავშვის დაბადებამდე, ორენოვანი ოჯახები ან ბილინგვურ გარემოში მცხოვრებნი აყალიბებენ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ სურთ თავიანთი ენისა და კულტურის გადაცემა ბავშვისთვის.

ხშირად, ოჯახში ორ/რამდენიმე ენის გამოყენება ენობრივ და სოციალურ დისტანციას აწესებს ბავშვსა და ოჯახს შორის, რაც იწვევს ბავშვის ნაკლებ მონაწილეობას ოჯახურ საუბრებში. შეიძლება მოხდეს, რომ უფროსები მას ნაკლებად ელაპარაკონ, რასაც ემოციური შედეგები მოჰყვება. 

მადრიდში მცხოვრები რვა წლის ინგლისურ-ესპანელი ორენოვანი ბავშვის დედის სიტყვები, რომელსაც აქვს განვითარების ენობრივი აშლილობა:

„როდესაც მას აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, გვირჩიეს, რომ მხოლოდ ერთ ენაზე გველაპარაკა. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ შეგვეძლო გარკვეული მიზეზების გამო, რადგან ბავშვი კარგად უგებდა მის ბიძაშვილს, რომელიც სხვა ენაზე საუბრობდა, ასევე უწევდა ბებია-ბაბუის ნახვა და სწორედ იენა იყო მათთან კონტაქტის ერთადერთი გზა“.

ოჯახის ენის შესანარჩუნებლად აქტუალურია მშობლების მიერ ენების ყოველდღიური გამოყენება, მათი განათლების დონე, სახლის გარეთ სალაპარაკო ენების ცოდნა და კულტურული ჯგუფის ზომა.

ასევე, მიგრაციის კონტექსტში, მათი მიგრაციის მიზეზები, კულტურული იდენტობა (როგორ იდენტიფიცირებენ და ინარჩუნებენ კულტურას), საცხოვრებელი ადგილის ხანგრძლივობა და მასპინძელი ქვეყნის ენობრივი პოლიტიკა და წარმოშობის ადგილთან სიახლოვე.

ამიტომ, ბავშვის ორენოვანი აღზრდის გადაწყვეტილება ოჯახს ეკუთვნის, მაგრამ არსებობს მთელი რიგი გარემოებები და ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მასზე.

ასევე დაგაინტერესებთ: 

ექსპერტის თქმით, გემრიელი საჭმელი, რომელსაც ხშირად საღამოობით ვჭამთ, ხელს უშლის დაძინებას

ნორმალურია თუ არა სიტყვების დავიწყება საუბრისას და  როდის არის საშიში - მეცნიერების გაფრთხილება