აშშ-ში ციყვის გამო 10 000 აბონენტი  თითქმის ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ციყვი

აშშ-ში ციყვმა 10 000 აბონენტი  თითქმის ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ძუძუმწოვარი ელექტროსადგურში შეძვრა და ავტომატურ გამომრთველსა და ტრანსფორმატორს შორის გაიჭედა. შედეგად, ძაბვა მკვეთრად გაიზარდა და სისტემა გადაიწვა.