ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წელი გავიდა

ჩერნობილი

ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინის ქალაქ სლავუტიჩში მემორიალური ღონისძიებები გაიმართა. ჩერნობილის ელექტროსადგურის ყოფილმა თანამშრომლებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

37 წლის წინ ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიის შედეგად ბირთვული აფეთქება მოხდა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. აფეთქების გამო გაჩენილი რადიოაქტიური ღრუბლები ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდა.

ავარიას ადგილზე 31 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო რადიაციის შედეგად გამოწვეული დაავადებებით 115 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.