ქეით მიდლტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს - კენსინგტონის სასახლე უელსის პრინცესას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

პრინცესა ქეითი

სასახლის წყაროები ამბობენ, რომ უელსის პრინცესა თავს კარგად გრძნობს, მუცლის არეში ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ.

42 წლის ქეით მიდლტონი გუშინ მერილბონში, ლონდონის კლინიკაში შეიყვანეს, ამ დღისთვის დაგეგმილი პროცედურისთვის. როგორც ამბობენ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პრინცესა ახლა მალე გამოჯანმრთელდება, განუცხადეს წყაროებმა The Times-ს.

"მისი სა­მე­ფო უმაღ­ლე­სო­ბა უელ­სის პრინ­ცე­სა გუ­შინ, ლონ­დო­ნის კლი­ნი­კა­ში შე­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას მუც­ლის ღრუს და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრინ­ცე­სა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

უცნობია, კონკრეტულად, რა დიაგნოზით წევს სტაციონარში ქეით მიდლტონი.

დღეს, ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ მეფე ჩარლზ III მომავალ კვირას ეწვევა საავადმყოფოს გადიდებული პროსტატის "მაკორექტირებელი პროცედურისთვის".