ყველაზე ძვირადღირებული სამკაულები, რომლებსაც სამეფო ოჯახის წევრები ატარებენ - ფოტოები

სამეფო ოჯახი

ინგლისის სამეფო ოჯახის ირგვლივ დატრიალებული ამბები მსოფლიოში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. უკვე რამდენიმე წელია სამეფო „დრამები“ უცხოური მედიის აქტუალური თემაა და საზოგადოებაც უფრო მეტ დეტალსა და სიახლეს ითხოვს მათგან. წლებია სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილს დედოფალი იღებს და ძვირადღირებული სამოსითა თუ აქსესუარებით საზოგადოებაში ჩნდება. მათი ჩაცმულობაც საზოგადოების ყურადღების ქვეშ ხშირად ექცევა. 

წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებულ სამკაულებს, რომლებსაც სამეფო ოჯახის წევრები ატარებენ:

დედოფლის მრგვალი გვირგვინი

მისი უდიდებულესობა ელისაბედ მე-2 ძვირფას აქსესუარებს ხშირად ირგებს. დედოფლის ცნობილი მრგვალი გვირგვილი 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი ღირს. 

დედოფალი მარიამის დიადემა

პრინცესა ენსა და პრინცესა ბეატრისს ქორწილის დღეებში დედოფლის ეს მეორე დიადემა ამშვენებდათ, რომლის ღირებულებაც 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს სცდება. 

მარიამ დედოფლის ბრილიანტის გვირგვინი

2018 წელს, ქორწილში სასექსის ჰერჰოგინია, მეგან მარკლს 2 მილიონ ფუნტად შეფასებული დედოფალი მარიამის ბრილიანტის გვირგვინი ამშვენებდა. გვირგვინი სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ძვირფასი სამკაულია.

დედოფალი ალექსანდრას საქორწინო ყელსაბამი

გვირგვინი, ყელსაბამი, ბეჭედი და სამაჯური - ძვირადღირებული საკმაულების კომპლექტია, რომელიც 1863 წელს დამზადდა და დედოფალ ალექსანდრას ქონებიდან ბრიტანეთის მონარქთა შთამომავლობას შემორჩა. სამკაულების მთლიანი ღირებულება 13 680 ფუნტ სტერლინგი იყო, მხოლოდ ყელსაბამი კი ახლა 300 000 ფუნტს სცდება.

დედოფალი მარიამის „ნაქსოვი“ სამაჯური

როგორც ამბობენ, ქეით მიდლტონი საყვარელი სამაჯური, სწორედ ეს 250 000 ფუნტ სტერლინგად შეფასებული დედოფალი მერის „ნაქსოვი“ მშვენებაა. 

დედოფალი ელისაბედის აკვამარინის ყელსაბამი

ამ შემთხვევაში, მხოლოდ ყელსაბამის ღირებულება 150 000 ფუნტ სტერლინგია. ელისაბედი ამ აქსესუარს იშვიათად, თუმცა ცისფერ სამოსზე ატარებს ხოლმე.

ნეკერჩხლის ფოთლის ფორმის ბროში

სამეფო სამკაულებში ყველა მათგანი ღირებული და ფასეულია. დედოფალ ელისაბედის ნეკერჩხლის ფოთლის ფორმის ბროში 100 000 ფუნტ სტერლინგი ღირს და ის ელისაბედმა დედისგან სახსოვრად მიიღო. ელისაბედის დედას ის მეფე ჯორჯ მეექვსემ აჩუქა 1939 წელს, როდესაც დედოფლის დედა კანადას სტუმრობდა.

დედოფალი ელისაბედის მარგალიტის ყელსაბამი

 სამკაული, რომელზეც მთელი ბრიტანეთი საუბრობს, დედოფალი ელისაბედის 4 ხაზიანი მარგალიტის ყელსაბამია. ყელსაბამი ერთ დროს პრინცესა დაიანასა და შემდეგ ჰერცოგინია ქეით მიდლტონს ამშვენებდა და მისი ღირებულება 25 000 ფუნტ სტერლინგია.