„ბელარუსში ობიექტებზე საჰაერო თავდასხმებია, რათა უკრაინას დაჰბრალდეს“ – უკრაინის უშიშროება

ჯარი

„ჩვენ ახლა მტრის მორიგი პროვოკაციის მომსწრეები ვართ“ – ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

უწყებაში ამბობენ, რომ მათ მონაცემებზე დაყრდნობით, ოკუპანტები ბელარუსში მდებარე ობიექტებზე საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ, ამის მიზანი კი უკრაინის თავდასხმაში დადანაშაულებაა, რათა ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალები საბოლოოდ ჩაერთონ.

„ამავდროულად, ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ დაგეგმილი რაიმე აგრესიული ქმედებები ბელარუსის წინააღმდეგ! მივმართავთ ბელარუს ხალხს - ნუ მისცემთ საკუთარ თავს საშუალებას გამოგიყენონ კრიმინალურ ომში. თქვენ ხომ არასოდეს ყოფილხართ ოკუპანტები და მკვლელები! ნუ გახდებით კრემლის გულისთვის!“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.