ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვების შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა მძევლები წაიყვანეს

ჩერნობილი

რუსმა ჯარიკაცებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვების შემდეგ დაუზუსტებელი რაოდენობის დატყვევებული უკრაინელი სამხედროები თან წაიყვანეს. ამის შესახებ სახელმწიფო ბირთვული სააგენტო Energoatom-ი იუწყება.

ამ დროისთვის, Energoatom-ში არ აკონკრეტებენ, რამდენი უკრაინელი სამხედრო წაიყვანეს რუსულმა ძალებმა.

„რუსმა ოკუპანტებმა, როდესაც ისინი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან გაიქცნენ, თან წაიყვანეს ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც 24 თებერვლიდან მძევლად ჰყავთ აყვანილი,”- აცხადებენ უწყებაში.