რუსეთის უშიშროება ეჭვობს, რომ კრეისერ „მასკვაზე“ შენახული მრავალმილიონიანი სასწაულმოქმედი რელიქვია ფალსიფიცირებული იყო და ხომალდი რაკეტებისგან ვერ დაიცვა

მოსკვა

უკრაინელების მიერ ჩაძირულ, რუსული ფლოტის ფლაგმანს, კრეისერ „მოსკვას“ ჰქონდა არა მხოლოდ ფიზიკური დაცვა რაკეტებისგან, არამედ, გაგიკვირდებათ და - სულიერიც. თუმცა, რატომღაც არც სულიერმა დაცვამ იმუშავა და უკრაინული რაკეტებისგან დაზიანებული კრეისერი ზღვის ფსკერზე დაეშვა. 

გარდა სამი საჰაერო თავდაცვის სისტემისა და ძლიერი წყალქვეშა თავდაცვისა, კრეისერ „მოსკვას“ ჰქონდა ქრისტიანული რელიქვია, რომელიც აღიარებული იყო კრეისერის მფარველად.

რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ალექსანდრ ნევზოროვი ტელეგრამის არხზე წერს, რომ კრეისერზე ინახებოდა იმ წმინდა ჯვრის ნაწილი, რომელზედაც იესო იყო მიმსჭვალული. ნევზოროვი ირწმუნება, რომ რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ (РПЦ) რელიქვია 40 მილიონ დოლარად იყიდა და კრეისერს გადასცა.

არსებობს ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტოც

ქრისტიანული რელიქვიის ზომა სულ რამდენიმე მილიმეტრი გახლდათ და ის მოთავსებული იყო მე-19 საუკუნის ლითონის ჯვარში, რომელიც, თავის მხრივ, ინახებოდა სპეციალურ ყუთში.

კრეისერის უძლეველობის შესახებ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ადმირალმა, ოსიპოვმა, ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსული ფლოტის ფლაგმანს დაიცავს უფლის ჯვრის ნაწილაკი. 

„ეს რელიქვია იყო კათოლიკური ეკლესიაში, რომელიც რუსმა მეცენატებმა შეიძინეს და ეს იყო მათი ნება, რომ გადაგვეცა კრეისერი „მოსკოვისთვის“, რომელზედაც განთავსებულია სახომალდო ეკლესია და იქ მსახურება ტარდება“, - განაცხადა მაშინ დეკანოზმა სერგეი ხალუტამ.

 

ნევზოროვი ამბობს: „ადმირალები აბსოლუტურად დარწმუნებული იყვნენ კრეისერის უძლეველობასა და დაცულობაში, უფლის ჯვრის ნაწილის იმედად.

 რუსული ედია აქტიურად ავრცელებდა ოსიპოვის განცხადებას, რომ მან თავად შეამოწმა კრეისერი „მოსკვას" უნარი, აისხლიტოს საჰაერო სარაკეტო დარტყმები.

 

თუმცა, ცხადია, რომ რელიკვიამ არ იმუშავა და ჩაიძირა, როდესაც მას უკრაინული „ნეპტუნის“ რაკეტები მოხვდა.

 

მოსკოვში, სასულიერო წრეებში სერიოზულად განიხილავენ, ხომ არ იყო რელიკვია ყალბი? 

ღიმილის მომგვრელი კი ისაა, რომ ამაზე არა მხოლოდ სასულიერო წრეებში, არამედ - საგამოძიებო კომიტეტშიც მსჯელობენ და როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი აპირებს, გადაამოწმოს სასწაულმოქმედი ჯვრის ნაწილის ნამდვილობა და დაადგენოს მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ასეთი ძლიერი ქრისტიანული რელიქვია უძლური, „ნეპტუნის“ რაკეტების წინააღმდეგ.