ეს ნიშნები დემენციის დასაწყისი ჰგონიათ, სინამდვილეში კი ქალური ჰორმონების ცვლილებით არის გამოწვეული

ქალური პრობლემები

ხშირად ერთი და იგივე სიმპტომები შეიძლება სრულიად განსხვავებულ დაავადებაზე ან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ხანდახან 40-50 წლის შემდეგ ქალები სხეულში საგანგაშო ცვლილებებს ამჩნევენ, მათ შორის მეხსიერების გაუარესებას და ეს დემენციის წინაპირობა ჰგონიათ. სინამდვილეში კი ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად მენოპაუზის დროსჰორმონალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული.

მენოპაუზა ყველაზე ხშირ შემთხვევაში 49-დან 52 წლის დიაპაზონში დგება და ბუნებრივია, ეს ერთ დღეში არ ხდება. ცვლილებები შეიძლება 2-დან 8 წლამდე მიმდინარეობდეს და მენოპაუზა უკვე დამდგარია, თუ 12 თვის განმავლობაში მენსტრუაცია არ გქონიათ. ამ პერიოდში ქალს არა მხოლოდ ალები აწუხებს, არამედ ცრემლდენა, განწყობის ცვალებადობა, მეხსიერების პრობლემები და სხვა სიმპტომები. ზოგიერთი მათგანი შეიძლება შეცდომით დემენციის საწყისი სტადია გვეგონოს. აი, ის სიმპტომები, რომლებიც ხშირად დემენციის საწყისი სტადია ჰგონიათ, სინამდვილეში კი ჰორმონული ძვრებით არის გამოწვეული.

1. „ბურუსი“ ტვინში
მენოპაუზის დროს ქალის კოგნიტური შესაძლებლობები ქვეითდება. ის უფრო გაფანტულია და უჭირს კონცენტრირირება. ამ ყველაფერმა ერთად შეიძლება თავში „ბურუსის“ განცდა შექმნას. 

საკვერცხეები ორ მნიშვნელოვან ჰორმონს გამოიმუშავებენ - ესტრადიოლს და პროგესტერონს. ისინი მოქმედებენ როგორც ტვინის ნეიროტრანსმიტერები - აუმჯობესებენ მეხსიერებას და აზროვნებას. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ჰორმონების მერყეობამ შეიძლება კოგნიტური სირთულეები გამოიწვიოს.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ კოგნიტური პრობლემები შეიძლება მენოპაუზის სხვა სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში გამოვლინდეს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება არ იგრძნოთ რაიმე ფიზიკური ცვლილება თქვენს სხეულში, მაგრამ დემენციის განვითარების სერიოზული შიში გიჩნდებათ.

2. შფოთვის ხშირი განცდა
მენოპაუზის დროს ქალს თავის ტკივილი, არტერიული წნევის უეცარი მატება, ჰიპოტენზიური კრიზები, კანკალი და გაზრდილი ნერვული აგზნებადობა აღენიშნება.

ხშირად ხდება პანიკური შეტევებიც, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ჰორმონალური ცვლილებების დროს ქალებს ციების და ცხელების შეგრძნება აქვთ, შეიძლება ტაქიკარდიაც განვითარდეს და ეს ყველაფერი მარტივად გადადის პანიკურ შეტევებში. ქოლესტერინის მომატებული დონის გამო შეიძლება მდგომარეობა უფრო გაუარესდეს.

მეორეც, ორგანიზმში ცვლილებები ხშირად იწვევს სტრესს, ხოლო პანიკის შეტევები სტრესის გამო ხდება. თუ ადამიანი ნერვიულობს, შეიძლება გახშირდეს გულისცემა და სუნთქვა, რაც თავბრუსხვევას იწვევს და შიშის გრძნობა კიდევ უფრო მძაფრდება. ჩნდება მოჯადოებული წრე: ალები და სხვა უეცარი ცვლილებები სხეულში გვაშინებს, სტრესი კი მხოლოდ აუარესებს სიმპტომებს.

3. განწყობის ცვალებადობა
ქალი ძალიან შიშობს, როცა განწყობის უეცარი ცვლილების თვალსაჩინო მიზეზები არ არსებობს. დამეთანხმებით, ეს უარყოფითად აისახება ცხოვრების ხარისხზე, როცა ნებისმიერ მომენტში სიცილი ან ტირილი გინდება. მაგრამ გაზრდილი ემოციური არასტაბილურობა ასევე ჰორმონებთააა დაკავშირებული.

ეს განსაკუთრებით ხშირად გამოიხატება გაზრდილი მგრძნობელობით და ამძაფრებს ნეგატიურ დამოკიდებულებას მენოპაუზის მიმართ, როცა ქალი მის ცხოვრებაში ცვლილებებს სამყაროს დასასრულად აღიქვამს. გირჩევთ, არ შეეგუოთ დეპრესიულ მდგომარეობას და დაუკავშირდით სპეციალისტებს. სრულად