როდის გამოვიყენოთ იოდი და როდის - ბრილიანტის მწვანე?

ბრილიანტის მწვანე

ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ორი ნივთიერება მარტო ფერით განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც დიდი შეცდომაა ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ორი ნივთიერება მარტო ფერით განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც დიდი შეცდომაა.

 

იოდი - დამუშავებისას აშრობს იარას. ხშირი გამოყენებისას შეიძლება დაწვას კანი. ამიტომ ფრთხილად დაიმუშავეთ ნაკაწრები.

აგრეთვე, დეზინფექციის მიზნით, - კანი იარის გარშემო. გარდა ამისა, იოდის ბადე გამოიყენება კუნთების დაჭიმულობის, გაციების დროს. ასე მაგალითად, გაციებას საწყის ეტაპზე სულ ადვილად აიცილებთ თავიდან, თუ საღამოს, ძილის წინ, ფეხისგულებზე იოდის ბადეს გაიკეთებთ.

"ზელიონკა" - იცით, რომ მას ბრილიანტის მწვანე ჰქვია? ისიც ანტისეპტიკია, მაგრამ უფრო რბილი. ისიც აშრობს კანს და ეხმარება იარებს შეხორცებაში.

დიდი დაზიანებული ადგილების დასამუშავებლად იოდის ნაცვლად "ზელიონკის" გამოყენება ჯობია. აგრეთვე, მგრძნობიარე კანისთვის. სწორედ ამიტომ იყენებენ მას ჩვილებში და არა იოდს.