შესაძლებელია თუ არა ფარდების გარეცხვა ისე, რომ არ ჩამოვხსნათ

ფარდები

ყველა სახლს აქვს ფანჯრის აქსესუარები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ დაგვიცვას ზედმეტი მზისგან და ცნობისმოყვარე თვალებისგან. ვიღაცას ურჩევნია ფარდები, სხვები ჟალუზებს ანიჭებენ უპირატესობას.. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი უნდა გაიწმინდოს, გაირეცხოს და გასუფთავდეს. 

როგორ გავრეცხოთ ფარდები მათი ჩამოხსნის გარეშე
არაფერია უფრო დამღლელი, ვიდრე ფარდების ჩამოხსნა, გარეცხვა, დაუთოება და ხელახლა ჩამოკიდება, მაგრამ შეუძლებელია ამის გარეშე, რადგან ფარდები მტვრის შემგროვებელია. მიუხედავად ამისა, ისინი საჭიროა სახლში კომფორტის შესაქმნელად. ასე რომ, თქვენ უნდა დათანხმდეთ მათი გარეცხვის აუცილებლობას. გირჩევთ გაწმინდოთ ფარდები პირდაპირ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში.

იმისათვის, რომ ფარდები ყოველთვის სუფთა იყოს, საკმარისია თვეში რამდენჯერმე ან უფრო ხშირად შეანჯღრიოთ ისინი, მაშინ მტვერი უბრალოდ არ ჩაჯდება ბოჭკოებში.

მაგრამ ფარდები ასევე შეიძლება მტვერსასრუტით გაწმინდოთ. ასევე ძალიან მოსახერხებელია ორთქლის უთოები,  რომლებიც ცხელი ორთქლის წყალობით აშორებენ ნებისმიერ ჭუჭყს. სამწუხაროდ, ხავერდოვანი და სხვა დეკორატიული ქსოვილებისგან დამზადებული ფარდების ამ გზით გაწმენდა არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაფუჭდება.

ზოგიერთი დიასახლისი მტვრის მოსაშორებლად ფარდებს არ ხსნის, უბრალოდ მტვერსასრუტით ასუფთავებს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ეს სპეციალური საქშენით და მხოლოდ მინიმალური სიმძლავრით, რადგან შესაძლოა, თქვენი ფარდები მტვერსასრუტმა უბრალოდ  შეიწოვოს და ქსოვილი დეფორმირდეს).

ეს მეთოდები ხელს შეუწყობს ფარდების მოხსნის გარეშე გაწმენდას, მაგრამ სრული რეცხვისთვის, რაც ზემოთ აღწერილი მეთოდების გამოყენების მერე არც ისე ხშირად იქნება საჭირო, მაინც მოგიწევთ სარეცხის მანქანაში შეყრა.

როგორ გავრეცხოთ ფარდები
ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარ იმის ცოდნა, თუ რა სახის ფარდებს ყიდულობთ და როგორ გარეცხავთ მათ შემდეგ. ამიტომ, ყიდვის წინ ყურადღებით შეისწავლეთ ეტიკეტი. ზოგადად ფარდებისთვის დელიკატური რეცხვის რეჟიმი უნდა გამოიყენოთ.

ბამბისგან დამზადებულ ფარდებს არ ეშინიათ სარეცხი საშუალებების, მაგრამ თუ მათ ცხელ წყალში გარეცხავთ, შეიძლება დაჯდეს, რაც ასევე ძალიან არასასურველია. ფრთხილად იყავით და დრო დაუთმეთ, რომ მათი გაწმენდის სურვილი ახლის შეძენით არ დასრულდეს.