კურორტ მუაშის მიმართულებით გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

მუაში

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კურორტ მუაშის მიმართულებით, გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 624, 717 ლარია და შ.პ.ს /მ მურმან ტოგონიძე ასრულებს.

სამუშაოები მონიტორინგის მიზნით რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და მერის პირველმა მოადგილემ მარადი ლიპარტელიანმა  მოინახულეს.

პროექტის განხორციელების შემდეგ კურორტით დაინტერესებულ პირებს, ტურისტებსა და დამსვენებლებს, გაუადვილდებათ გადაადგილება.

ტურისტული და საგზაო  ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ლენტეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია და  ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.