„სპორტული კლუბის ექიმი წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა არასრულწლოვან გოგოებზე“ - რას წერს უფლებადამცველი

sexdzaladoba

უფლებადამცველი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, , რომელმაც გააუქმა ხანდაზმულობა სექსუალური ძალადობის საქმეებზე სამოქალაქო წესით ზიანის მოთხოვნაზე.

„გუშინწინ, ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელმაც გააუქმა ხანდაზმულობა სექსუალური ძალადობის საქმეებზე სამოქალაქო წესით ზიანის მოთხოვნაზე.

სენატორმა დერბინი, რომელმაც დააინიცირა პროექტი: ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს ტრავმა. ძალადობის მსხვერპლებს წლები სჭირდებათ რომ სასამართლოსთვის მიმართვა შეძლონ.

ამ საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი იყო ლარი ნასარის საქმე, სადაც, სპორტული კლუბის ექიმი წლების განმავლობაში ძალადობდა სექსუალურად არასრულწლოვან გოგოებზე.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლების მიერ შეტყობინების გაკეთების საშუალო ასაკია 52 წელი.

კანონს ორივე პარტიამ დაუჭირა მხარი“, - წერს უფლებადამცველი ანა არგანაშვილი.