ხასიათის თვისება თუ დიაგნოზი - რაზე მიანიშნებს ხშირად ტირილი

ტირილი

თანამედროვე ადამიანი ხშირად უმნიშვნელო წვრილმანზე ნერვიულობს, მაგრამ როცა ტირილი ცხოვრების წესია და არა გამონაკლისი, საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა დაფიქრდეთ.

მიზეზები

ტირილს შეიძლება უამრავი მიზეზი ჰქონდეს - პირადი პრობლემებიდან დაწყებული, ქრონიკული დაღლილობით დამთავრებული, რომელიც დიდი ქალაქის ყველა მცხოვრებს.

ასე რომ, ცრემლი ემოციურ შოკებზე სხეულის რეაქციაა. ტირილი აუცილებელია განტვირთვისა და უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლებისთვის, მაგრამ განსაკუთრებული მიზეზების გარეშე, ყოველდღე ტირილი ნორმიდან გადახრაა.

მუდმივი ტირილის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ძლიერი ემოციური შოკი იყოს, რომელიც თავს ხშირად გახსენებთ.

ცრემლების მიზეზი ქალებში შეიძლება პრემენსტრუალური სინდრომიც იყოს, თუმცა უსიამოვნო პერიოდი მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება. იგივე ხდება ორსულობის პერიოდშიც - დიდი რაოდენობის ჰორმონი უკონტროლო ტირილს იწვევს. გახსოვდეთ, ამ პერიოდში ტირილი ნორმალურად ითვლება!

ტირილის ყველაზე უსიამოვნო მიზეზი დეპრესიაა. შეიძლება დაავადების დაწყების შესახებ არაფერი იცოდეთ და პრობლემებს დაღლილობას, უძილობას და უამინდობას მიაწერდეთ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის - თუ ნებისმიერ წვრილმანს ისტერიკამდე მიჰყავხართ, ექიმს უნდა მიმართოთ.

თუ ტირილი და განწყობის ხშირი ცვლა ფიზიოლოგიურ ხასიათს ატარებს, როგორც წესი, ეს ენდოკრინული და საჭმლის მომნელებელი სისტემების, ასევე ქრონიკული დაავადებების დროს ხდება. სხვათა შორის, სტატისტიკის მიხედვით, ქალები მამაკაცებზე ხშირად ნერვიულობენ, რაც პირველ რიგში, ჰორმონალურ ფონს უკავშირდება.

რა გავაკეთოთ?

თუ ემოციებს ვერ უმკლავდებით, რამდენიმე ენერგიული, მაგრამ არა ღრმა ჩასუნთქვა სცადეთ. ასეთი ვარჯიში ნერვების დასამშვიდებლად აუცილებელია.

თუ ცრემლები თქვენი ერთგული მეგობარია, წყალი ყოველთვის ახლოს უნდა გქონდეთ. სასურველია, რომ წყალი არა ერთბაშად, არამედ პატარა ყლუპებით სვათ.

თუ ნერვიულობთ და გრძნობთ, რომ თვალებზე ცრემლები მოგაწვათ, ეცადეთ ისეთი საგანი წარმოიდგინოთ, რომელსაც ბევრი პატარა დეტალი აქვს. შემდეგ წარმოსახვაში თითოეული დეტალი ყურადღებით დაათვალიერეთ. არ შეწყვიტოთ ვარჯიში, სანამ თქვენი ცნობიერება მთლიანად ამაზე არ გადაერთვება და ცრემლები უკან დაიხევს.

ზოგ შემთხვევაში ცრემლების შესაკავებლად ძალიან ეფექტურია თვალების ხშირი ხამხამი ან ცხვირის შეჭმუხვნა. თუ ცრემლები მაინც მოგდით, ხელზე იჩქმიტეთ - მცირე ფიზიკური ტკივილის შეგრძნება სულიერ ტკივილს ცოტა ხნით დაგავიწყებთ.

დაბოლოს, ეცადეთ პრობლემისგან ფიზიკური დისტანცირება მოახდინოთ. უბრალოდ, გადით სხვა ოთახში, ფანჯარა გააღეთ, ოთახი გაანიავეთ და თავს უკეთესად იგრძნობთ.

წყარო: