რა დაგხვდებათ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთაში - საზეიმო პროგრამა

მცხეთობა

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, მცხეთის მერია საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს. რა დაგხვდებათ მცხეთაში ამ დღეს, ღონისძიების პროგრამიდან შეიტყობთ

10:00 -13:00 საათი – საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

10:00-18:00 სთ – გამოფენა-გაყიდვები:

საშემოდგომო ნობათი – საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია
ბრენდირებული ღვინოები.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
ქართული ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო კუთხეები.
იმიტირებული ძველი ბაზარი;
XIX საუკუნის რთველი;
სამეწარმეო ბაზარი.
 
10:00-19:00 სთ – შემეცნებითი სივრცეები:

კულტურულ-საგანმანათლებლო და ისტორიული სტენდები;
მცხეთის დიადი ისტორიის აუდიო ვერსია;
ძველებური ბანკი;
იარაღების თვალსაჩინოებები;
ქართველ მეფეთა სასახლეები;
საოქრომჭედლო;
მცხეთის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების საგამოფენო სივრცე.
12:00-19:00 სთ – სანახაობრივი და სპორტული წარმოდგენები:

სხვადასხვა ოსტატის მასტერკლასები;
ანბანის ეტრატებზე წერა;
არქეოლოგიური ზონა;
სანახაობრივი აქტივობები;
სამაგიდო-ინტელექტუალური თამაშები.
ბავშვთა გასართობი პროგრამები (ქვიშის მოედანი, გზის რეაბილიტაცია, ხატვის კუთხე, სპორტული-გასართობი აქტივობები, განძის მაძიებლები)
11:00-13:30 სთ – სადღესასწაულო კონცერტი (მცხეთის მუნიციპალიტეტის და მოწვეული მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ჯგუფები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ანსამბლები).

13:30-14:00 სთ – მისალმება-მილოცვა (ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული საპატიო სტუმრები).

15:00-16:00 სთ – ცნობილი იაპონელი მომღერალი – ტოკიკო კატო;

17:00-18:30 სთ – ქართული ესტრადის მომღერალი ანრი ჯოხაძე;

20:00-21:30 სთ – გალა-კონცერტი, ქართული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Killages;

21:30-23:00 სთ – DJ გიგა პაპასკირი.

წამყვანები: მანიკა ასათიანი და დუტა სხირტლაძე.