როგორ გაჩნდა ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

ნაძვის ხე

ახალი წელი ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა ნაძვის ხე გამოიღოთ, საახალწლო სათამაშოებითა და გირლანდებით მორთოთ. უფრო მეტიც, ადამიანების უმეტესობა არ ფიქრობს იმაზე, თუ რატომ აკეთებს ამას - ეს ტრადიციაა, რომელსაც თავისი ისტორია და ლეგენდები ახლავს.

არსებობდა მოსაზრებები, რომ ძველი კელტები (სხვა წყაროებში - გერმანელები) ტყის სულებს სწირავდნენ მსხვერპლს ზამთრის ბუნიობის დღეს, რათა გადარჩენილიყვნენ სიცივეში. დროთა განმავლობაში ქრისტიანობამ ჩაანაცვლა წარმართობა და მიატოვეს სადღესასწაულო მსხვერპლშეწირვები, თუმცა მსხვერპლის ორგანოებს იყენებდნენ მოსართავ საშუალებებად. თუმცა ამის რეალური მტკიცებულებები შემორჩენილი არ არის. გარდა ამისა, კელტებისა და გერმანელების სისხლისმსმელობის მტკიცებულება ძირითადად რომაელი ისტორიკოსებისგან მოდის და მათთვის მოგებიანი იყო, რომ ისინი საშიშ ბარბაროსებად წარმოეჩინათ.

ასევე, არსებობს მითები, რომ ეს ტრადიციები სწორედ ძველი რომაელებისგან მოდის. მათ სავარაუდოდ თავიანთი სახლები მარადმწვანე ხეებით დაამშვენეს სატურნალიას, ნაყოფიერების ღმერთის, სატურნის პატივსაცემად ფესტივალის დროს, რომელიც იმართებოდა 17-დან 23 დეკემბრამდე. 

ევროპაში არსებობდა ნაძვის ხეების სხვადასხვა რიტუალიც. მაგალითად, ცნობილია, რომ 1441 წელს ტალინში და 1510 წელს რიგაში მარადმწვანე ხეები დაამონტაჟეს ქალაქის მოედნებზე, ცეკვავდნენ მათ ირგვლივ და შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ წარმატების ნიშნად. თუმცა ეს მოვლენები არ არის დაკავშირებული შობასთან ან ახალ წელთან - ეს იყო გემთმფლობელთა გილდიის ფესტივალები, ასე აღნიშნავდნენ მეზღვაურები ნაოსნობის სეზონის დასრულებას, როცა გემები ვეღარ ცურავდნენ და ისვენებდნენ.

მაგრამ ნაძვის ხის მორთვა და არა მისი დაწვა, არის წმინდა ქრისტიანული ჩვეულება, რომელიც არ არის დაკავშირებული წარმართულ რიტუალებთან. დაახლოებით V საუკუნიდან ევროპაში, 24 დეკემბერს, შობას, იმართებოდა სპექტაკლები ღვთისმსახურების თანხლებით. ამ დროს მსახიობები ასრულებდნენ სცენებს ბიბლიიდან - ძირითადად დაკავშირებულია ადამისა და ევას დაცემასთან, ქრისტეს შობასთან, მის ჯვარცმასთან და ამაღლებასთან. 

ამ სპექტაკლებში დეკორაციისთვის ხშირად იყო დამონტაჟებული "სამოთხის ხე" , საიდანაც ადამი და ევა აგემოვნებდნენ სიკეთისა და ბოროტების ცოდნის ნაყოფს. არსებობს მტკიცებულება, რომ მინიმუმ მე-16 საუკუნიდან გერმანიაში, საშობაო საეკლესიო რიტუალებისთვის ნაძვის ხეების დამონტაჟება დაიწყო სკვერებში, მორთული ტკბილეულით, ასევე, ანთებული სანთლებით. 

გერმანელმა დევნილებმა იგი მე-17 საუკუნეში მიიტანეს ამერიკაში, ხოლო ინგლისში იგი მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიდგა, დედოფალ ვიქტორიას ქმრის, პრინც ალბერტის ინიციატივით. დაახლოებით ამ დროს ჩვეულება გავრცელდა ავსტრიაში, შვეიცარიაში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში. 

,,ქართულ ნაძვის ხედ“ ცნობილი ჩიჩილაკი, წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას "ბასილის ფაფუკ წვერებსაც"ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი "ბასილის პურს"უწოდებდნენ. ეს იმიტომ, რომ 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა და როგორც ჩანს, ხალხმა ამ ფორმით გამოხატა მოწიწება დიდი წმინდანის მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ:

საქართველოში, გარდაცვალების შემდეგ ორგანოების დონორობის სურვილი 1 000 მოქალაქეს აქვს გაცხადებული - ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია

2023 წლის 17 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე მზარდი მთვარეა - რატომაა ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი

იაპონიაში რაკეტის ძრავს ცდიან, რომელიც ძროხის ნაკელზე მუშაობს