თამარ მაყაშვილი, „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის

თამარ მაყაშვილი

მსახიობი თამარ მაყაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის. მსახიობმა ბოდიში ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი „ქრონიკასთან“ ინტერვიუში მოიხადა.

ის ამბობს, რომ არავისთვის სურდა შეურაცხყოფის მიყენება და პატიებაც ითხოვა.

ტელეკომპანია „იმედი“, შექმნილი უხერხულობის გამო, წუხილს გამოთქვამს და ადასტურებს პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რესპონდენტის მიერ ეთერში ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღეს.