VIDEO: „სიამაყეს ვგრძნობ...“ - თორნიკე გოგრიჭიანი Netflix-ის ფილმის ახალ კადრებს აზიარებს

თორნიკე

ქართველი მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი გამომწერებს Netflix-ის ფილმის ახალ კადრებს აზიარებს და წერს: 

„ძალიან ბევრ ადამიანს მადლობა უნდა გადავუხადო ცხოვრების შეცვლისთვის. სიამაყეს ვგრძნობ მთელი ქართული ბანდით...“, - წერს მსახიობი „ინსტაგრამზე“.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ზაფხულში გამოვა ნეტფლიქსის ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი – „Extraction 2″.

ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ კრის ჰემსვორთს პარტნიორობას გაუწევენ ქართველი მსახიობები: თორნიკე გოგრიჭიანი, ანდრო ჯაფარიძე და თინა დალაქიშვილი.

მათთან ერთად სურათში მონაწილეობას მიიღებენ: დათო ბახტაძე, თაკო ტაბატაძე, ირაკლი კვირიკაძე, ლევან საგინაშვილი, თორნიკე ბზიავა და სხვა ქართველი მსახიობები.

ფილმის აღწერის მიხედვით, მთავარი გმირი ტაილერ რეიკი ქართველ განგსტერს უპირისპირდება და მისი ტყვეობიდან ერთი ოჯახის დახსნას ცდილობს.