ვინ არის ზურა ყიფშიძის მამა

ზურა ყიფშიძის მამა

მსახიობმა ზურა ყიფშიძემ წლების განმავლობაში არ იცოდა თუ ვინ იყო მისი ბიოლოგიური მამა.  13-14 წლის იყო, როცა მამის ვინაობის შესახებ შეიტყო. 

ზურა ყიფშიძის მამა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთანდილ ვერულეიშვილი იყო. 

მამაზე და მის ოჯახთან ურთიერთობაზე ზურა ყიფშიძემ გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ ისაუბრა. 

„ვკითხე ვინ იყო მამაჩემი და მითხრა აი რომ გეფერება ხოლმეო, ავთანდილ ვერულეიშვილიაო. აი რომ იტყვიან „ნებრაჩნა სინ“. შემდეგ დავახლოვდით, ჩემი ძმის დედას დავუახლოვდი და უფრო იცოდა ჩემი ჩუმი ამბები ვიდრე დედაჩემმა. თურმე ვხედავ და ვიცნობდი, ვიზუალურად ვიცნობდი მამაჩემს, მაგრამ არ ვიცოდი, რომ მამა იყო, ვიცნობდი გადასარევად.

ნელ-ნელა, რომ გავიცანი ძალიან კარგი ოჯახი აღმოჩნდა და განსაკუთრებით მამაჩემის მეუღლე, ანუ ჩემი ძმის დედა“, - ამბობს ზურა ყიფშიძე.

წამყვანის კითხვაზე, აპატია თუ არა მამას, ის რომ მის გარეშე იზრდებოდა მსახიობი ასე პასუხობს:

„მამა საპატიებელი რა სჭირდა? მე უკვე ყველაფერი ვიცოდი და ბუნებრივი რაღაც მოხდა. იქ უფრო რთულად იყო საქმე. ჩემი საპატიებელი არაფერი არ სჭირდა“.

ნახეთ ვიდეო