ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტოვებს

პოლიტიკა 1684321761

ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტოვებს

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ტოვებს. ამის შესახებ კასიანოვი სოციალურ ქსელში წერს.„საქართველოდან მივდივარ. მინდა, ყველას გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჰარმონია, ერთიანობა, წარმატება, ბედნიერება და კეთილდღეობა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია, არამედ ნათელი საერთო მომავალი აქვთ ევროპელი ერების ერთიან მეგობრულ ოჯახში. ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი ძალიან ახლო მომავლის საკითხია“, - წერს კასიანოვი. 

ოთარ ჩრდილელი

პოლიტიკა 1677311758

2008 წლის ომის შემდეგ ზელენსკი დასცინოდა ქართველი ხალხის იდენტობას, „ნაცებო“, რატომ ხართ ლერწამივით დრეკადები და უთავმოყვარეოები, ნახეთ რებს აკადრებს ზელენსკი საქართველოსა და მაშინდელ მთავრობას - ოთარ ჩრდილელი

„2008 წლის ომის შემდეგ ზელენსკი დასცინოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, ქართველი ხალხის იდენტობას…ნაცებო, რატომ ხართ ლერწამივით დრეკადები, უთავმოყვარეოები და უპრინციპოები, გადმოიღეთ ზელენსკის ნებისმიერი ინდ კვარტალიდან და გინდ რუსული КВН-იდან და ნახეთ რეებს აკადრებს - საქართველოს და მაშინდელ მთავრობას,“- ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი, ჟურნალისტი ოთარ ჩრდილელი.ჩრდილელი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ „ოცნების“ დეპუტატები შოიგუს დაკრულზე ცეკვავენ უკრაინელებისა და ქართველების სისხლზე“.„ ამას ამბობს ელჩი, რომლის პრეზიდენტიც წინა ცხოვრებაში 2015 წლამდე ბუკვალურად მართლა ცეკვავდა, მღეროდა, ტაკიმასხარებდა რუსულ ბალალაიკაზე (და არა მარტო) მოსკოვებში 2008 წლის ომის შემდეგ ზელენსკი დასცინოდა  პრეზიდენტ სააკაშვილს, ქართველი ხალხის იდენტობას… ნაცებო, რატომ ხართ: ლერწამივით დრეკადები, უთავმოყვარეოები და უპრინციპოები გადმოიღეთ კაცა ზელენსკის ნებისმიერი გინდ კვარტალიდან და გინდ რუსული КВН-იდან და ნახეთ რეებს აკადრებს - საქართველოს და მაშინდელ მთავრობას… დიახ, მე მინდა უკრაინის გამარჯვება მაგრამ ეს ტრაკით მასხარას და კოლომოისკის მარიონეტი თოჯინის -ზელენსკის ზეკაცად და საქართველოს მეგობრად გამოყვანა, ნუ ჯააალიან ქაჯობად მიმაჩნია.არა აქვს ქართველ ხალხს, აკვარიუმის თევზის წამიანი მეხსიერება, რომ დავივიწყოთ მტერი და მოყვარე! ვინ როგორ დასცინოდა 3-5 დღიან ომს! თქვენ უკრაინის მოგება კი არ გინდათ, არამედ ის რაც - გუშინ წალენჯიხის არქიტექტურული შედევრის ავტორმა, გია ხარჩილავამ გააჟღერა, როცა ზელენსკის მიმართა, რუსეთს რომ მოუგებთ, მერე აქაც მოვასწოროთ სიტუაციაო.. კიდე ფანდრაიზინგსა და პატრონის ძიებაში ხართ ზოგი და ვარსკვლავების სიგეზიურ განლაგებას უცდით! წინ, კიდე უარესი იმედგაცრუება გელით ვიდრე სიტყვით გამოხტებით, მეორედ გადაიკითხეთ - ვინც ვერ გაიგეთ და ტიტლიკანა ზელენსკის მადლი გფარავდეთ“- წერს ჩრდილელი.

გვენეტაძე

პოლიტიკა 1677247914

კლასიკური ტიპის უმადური, რომელიც უნდა გამოცხადდეს „პერსონა ნონ გრანტად“ და გაძევდეს საქართველოდან - ედიშერ გვენეტაძე

'ეს კლასიკური ტიპის უმადური ნაძირალა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ასლია უნდა გამოცხადდეს „პერსონა ნონ გრატად“! და უნდა გაძევდეს საქართველოდან!,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე წერს და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, გმობს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე.როგორც ექსპერტი აღნიშნავს, კასიანოვი უნდა გაძევდეს საქართველოდან.„რატომ არ ომობთო ამ უბოროტესების დავალებით მოქმედმა ბოროტმა სუბიექტმა! ეს კლასიკური ტიპის უმადური ნაძირალა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ასლია უნდა გამოცხადდეს „პერსონა ნონ გრატად“! და უნდა გაძევდეს საქართველოდან! მორჩა და გათავდა!“- წერს ედიშერ გვენეტაძე.საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა: „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე

ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1677247307

კასიანოვის განცხადება არის ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია, ამის შემდეგ კიდევ ვიღაცას უჩნდება კითხვა, საქართველოში უნდათ თუ არა მეორე ფრონტის პროვოცირება - ქადაგიშვილი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება არის მორიგი პროვოკაციული განცხადება, რომელსაც დიპლომატისთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ანდრეი კასიანოვის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, კასიანოვის ეს განცხადება მორიგი პროვოკაციაა.„სამწუხაროდ, ეს მორიგი პროვოკაციული განცხადებაა, რომელსაც დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის გამიზნული მორიგი პროვოკაცია. სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელი. ამის შემდეგ საქართველოში კიდევ ვიღაცას უჩნდება კითხვა – საქართველოში უნდათ თუ არა მეორე ფრონტის პროვოცირება? – რა თქმა უნდა, უნდათ და სამწუხაროდ, ეს განცხადება ამის ნათელი მაგალითია. დაუსრულებელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო თავის პოზიციას მაინც მყარად ინარჩუნებს, ეროვნულ ინტერესებს იცავს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს ამ აგრესიის დაძლევაში. კასიანოვის განცხადება ყოველგვარ დიპლომატიურ ენას სცდება, თუ გნებავთ, მკაცრ დიპლომატიურ ენას. ეს პირდაპირ არის ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია ერთი წლის თავზე. ასეთმა პროვოკაციებმა წონასწორობიდან არ უნდა გამოგვიყვანოს და საქართველო არ უნდა აიძულოს, საბედისწერო შეცდომები დაუშვას. ეს ნათელი ლუსტრაციაა იმის, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს პროვოცირებას, რათა აქ მეორე ფრონტი გაიხსნას. ფიქრობენ, თუ ომი იქნება, რუსეთს ახალი პრობლემები შეექმნება, მაგრამ საქართველოსთვის ეს აბსოლუტურად დამანგრეველი იქნება. ამიტომ ვამბობ, ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაჯახით მოქნეული პროვოკაციაა. ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტის განცხადებები ახალისებს ასეთი პროვოკატორების ქმედებებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

vladimer bojadze

პოლიტიკა 1677247072

დღესაც კი, უკრაინისთვის უმძიმეს თარიღს, სამარცხვინო განცხადებას აკეთებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი - ბოჟაძე

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ბოჟაძე წერს, რომ მსგავს ქმედებას ავატურის ნაწილად მოიხსენიებს."რუსეთ-უკრაინის უსასტიკესი ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა. 1 წელია საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, მხარი დავუჭირეთ 400-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტს(მათ შორის გუშინ გაეროში), პირველ ადგილზე ვართ ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის მიხედვით, 200 000 უკრაინის მოქალაქემ ისარგებლა სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამებით, 30 000 მეტი უკრაინელი ლტოლვილი დღესაც ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს საქართველოში, 1 წელია, ერთი გულწრფელი მადლობა არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, პირიქით 1 წელია უსამართლოდ და დაუსაბუთებლად აყენებენ შეურაცხყოფას ხელისუფლებას, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, 1 წელია "გვამუნათებენ" და მოგვიწოდებენ "გავისეირნოთ" სოხუმში და ცხინვალში, გადავცეთ საბრძოლო იარაღი, ჩავერთოთ ომში და გავხსნათ მეორე ფრონტი.დღესაც კი, უკრაინისთვის უმძიმეს თარიღს, აგრძელებენ უმადურობას და სამარცხვინო განცხადებას აკეთებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი. დღესაც ბედავს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს, მსჯავრდებული და დამნაშავე სააკაშვილის, რომელიც საქართველოში არეულობის, დესტაბილიზაციის და რევოლუციისთვის შემოაპარეს, ამ ავანტიურის წარმატების შემთხვევაში საქართველოში მეორე ფრონტსაც გახსნიდა.ძალიან სამწუხაროა, რომ ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების ნაწილი ასე ღიად არის დაინტერესებული არეულობის გზით ხელისუფლების ცვლილებით და ქვეყნის ომში ჩართვით, თუმცა მიუხედავად ამისა უკრაინას და უკრაინელ ხალხს მუდამ ექნება ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა, ხოლო კასიანოვის მსგავსი ადამიანები საკადრის პასუხს მიიღებენ!" - წერს ბოჟაძე.

ionatamishvili rati

პოლიტიკა 1677245979

„ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, ამას არასდროს ავყვებით“ - რატი იონათამიშვილი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს ანდრეი კასიანოვის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება.„ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება. დღეს პროვიკაციების მთელი კასკადი ვნახეთ. ფაქტია, რომ ამას არ უნდა ავყვეთ, რადგან ვიცით, ეს რა შედეგამდე მიგვიყვანს. როგორი ბინძური პროვოკაციაც არ უნდა იყოს, ამას არასოდეს ავყვებით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვმა დღეს საქართველოს სახელისუფლებო გუნდი გააკრიტიკა და თქვა: "ვგმობთ იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1677245503

გია აბაშიძე კასიანოვის განცხადებას ეხმიანება

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა - გმობს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე.როგორც აბაშიძე წერს, ისრაელის სახელმწიფოს მსგავსი რესურსები არ გვაქვს, მაგრამ ასეთი ასპიტები უნდა მოეშთოს.„საქართველოს ხელისუფლებავ, დეტალურად ვიცი, რომ ისრაელის სახელმწიფოს მსგავსი რესურსები არ გვაქვს, მაგრამ ასეთი ასპიტები მოსაშთობია! კმარა ბოროტი კლოუნების ბოგინი!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვმა დღეს საქართველოს სახელისუფლებო გუნდი გააკრიტიკა და თქვა: "ვგმობთ იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1677245215

ლევან ნიკოლეიშვილი კასიანოვის განცხადებაზე: გაღიზიანებული ადამიანის განცხადებაა სიტუაციის ოდნავ მაინც ასადუღებლად, თან აქციის დღეს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.„ნაცმოძრაობის“ და რუბლოვნა ხოშტარიას დაძახებულზე რომ ხალხი არ მიდის აქციაზე, ამით უკიდურესად გაღიზიანებული ადამიანის განცხადებაა სიტუაციის ოდნავ მაინც ასადუღებლად, თან აქციის დღეს“, - წერს ექსპერტი.ანდრეი კასიანოვმა დღეს საქართველოს სახელისუფლებო გუნდი გააკრიტიკა და თქვა: "ვგმობთ იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.

ანდრი კასიანოვი

პოლიტიკა 1677244440

„ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას“ - კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, მმართველი გუნდის „ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინტერესებს“.ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე," - განაცხადა კასიანოვმა.ანდრეი კასიანოვმა ასეთი პასუხი გასცა შეკითხვას, რომ „ქართულ ოცნებაში“ კეთდება განცხადებები, რომ რუსეთს ომში უპირატესობა აქვს“.„სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვკვირვებია პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს. მან ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლო უმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების პოლიტიკას. ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე. ვურჩევდი, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ, რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებულ დაუნდობელ ომში ამ წელს“, – განაცხადა კასიანოვმა.

პოლიტიკოსი

პოლიტიკა 1674726075

საქართველო უკრაინას იმ ნაწილში ეხმარება, რაც შეუძლია, იარაღის მიწოდებაზე კი, რისკებიდან გამომდინარე, მხარედ ვერ დაფიქსირდება - ხუნდაძე

კასიანოვი საგარეო უწყებაში კიდევ უფრო ხშირად უნდა იყოს დაბარებული, რადგან მისი ბევრი განცხადება გაუგებარია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩიც დაიბარეს, თუმცა გაუგებარია, რისთვის.„ფრენებთან დაკავშირებული საკითხი იმ საერთო კონტექსტის ნაწილია, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ნეგატიურად უნდა იყოს წარმოჩენილი. რუსეთთან ფრენები საქართველოს არ შეუწყვეტია და, შესაბამისად, მის აღდგენაზე საქართველო არ ზრუნავს, ეს არის რუსეთის გადასაწყვეტი. საქართველო უკრაინას იმ ნაწილში ეხმარება, რაც შეუძლია, ეს არის ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა. საქართველოს უკან არცერთ შემთხვევაში არ დაუხევია. იარაღის მიწოდებაზე კი, საქართველო საკუთარი რისკებიდან გამომდინარე, მხარედ ვერ დაფიქსირდება, რადგან ეს მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და, ამ თვალსაზრისით, ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ქვეშ დგება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ლაშა დარსალია

პოლიტიკა 1674658108

უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ - საგარეო უწყება

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი ახსნა-განმარტებებისთვის გამოიძახეს. უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციას.მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას.შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს უკრაინაში საქართველოს ელჩს და აღნიშნეს რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი, რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1674657420

ცხადია, რომ კულებას უწყებიდან არ მომდინარეობს თბილისის დამუნათების ინსტრუქციები - გია აბაშიძე

დღეს, საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ევგენი პერებიინისს შეხვდა.უკრაინის საგარეო უწყებაში ქართველ დიპლომატს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. მეტიც, უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ცხადია, რომ დმიტრო კულებას უწყებიდან არ მომდინარეობს თბილისის უსინდისო დამუნათების ინსტრუქციები.,,დღევანდელი ფაქტი სასიამოვნოა, მაგრამ კოლექტიური პოდოლიაკები, არახამიები და გონჩარენკოები არ გაჩუმდებიან ჩვენდამი სიბინძურის ფრქვევაში", - წერს აბაშიძე.მისივე თქმით, სკანდალური უხერხულობის შემთხვევაში პოლიტიკაში, დიპლომატიაში ერთ-ერთი ხრიკია, ყველაფერი დაბრალდეს "მეისრეს". „სკანდალური უხერხულობის შემთხვევაში პოლიტიკაში, დიპლომატიაში ერთ-ერთი ხრიკია ყველაფერი დაბრალდეს "მეისრეს" (стрелочник). დიპლომატების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პოლიტიკოსებს შორის შექმნილი (ამ შემთხვევაში კიევმა შექმნა და არა თბილისმა) დაძაბულობის განმუხტვა. არაა გამორიცხული, რომ ამგვარ "მეისრედ" ვიხილოთ ანდრეი კასიანოვი, რომელმაც "Европейская Правда"-ში სამარცხვინოდ აღნიშნა, რომ რუსეთთან ავიარეისების აღდგენით, საქართველოში რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს. დღეს, საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ევგენი პერებიინისს შეხვდა. უკრაინის საგარეო უწყებაში ქართველ დიპლომატს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. მეტიც, უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის, უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ უკრაინა მადლობელია ქართული მხარის მიმართ უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის. გასაგებია უკრაინელ დიპლომატთა ძალისხმევა და ისიც ცხადია, რომ მინისტრ დმიტრო კულებას უწყებიდან არ მომდინარეობს თბილისის უსინდისო დამუნათების ინსტრუქციები. დღევანდელი ფაქტი სასიამოვნოა, მაგრამ კოლექტიური პოდოლიაკები, არახამიები და გონჩარენკოები რომ არ გაჩუმდებიან ჩვენდამი სიბინძურის ფრქვევაში, ამაში ეჭვი არც მე მეპარება. გავუძლებთ ზნედაცემული პოლიტიკანების შემოტევას. მთავარია უკრაინამ გაიმარჯვოს აგრესორ რუსეთზე და შემდეგ გახვეტოს პარაზიტი ჩინოსნები, რომლებიც, უწინარესად, უკრაინას აზარალებენ“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.