ბელა ჰადიდი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელეს

ბელა ჰადიდი

მოდელი ბელა ჰადიდი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალია. ეს დასკვნა ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ჯულიან დე სილვამ გააკეთა. სპეციალისტი ოქროს თანაფარდობის წესის მიხედვით გარკვეულ რეიტინგებს ადგენს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მოდელის სახის სიმეტრია 94,35%-ია, რაც იდეალურთან ახლოსაა. პლასტიკური ქირურგის თქმით, ბელას თვალები, წარბები, ცხვირი, ტუჩები, ნიკაპი, ყბა და სახის ფორმა ყველაზე ახლოსაა სრულყოფილებასთან.

ჯულიან დე სილვას რეიტინგში მეორე ადგილზე მომღერალი ბიონსე იყო 92,44%-ით, ხოლო მსახიობმა ემბერ ჰერდმა 91,44%-ით მესამე ადგილი დაიკავა. ათეულში ასევე არიან არიანა გრანდე, ტეილორ სვიფტი, ქეით მოსი, სკარლეტ იოჰანსონი, ნატალი პორტმანი, კეტი პერი და კარა დელევინი.