"ამასობაში 33 წელი გასულა" - თეა დარჩია გუჯა მათიაშვილთან თანაცხოვრებაზე

darchia

თეა დარჩიას და ელგუჯა მათიაშვილის წყვილის ქორწინება 33 წელს ითვლის. მოცეკვავეებს ოთხი შვილი ჰყავთ. ორი უკვე დააქორწინეს. უფროსი ქალიშვილის, მარიამი ქორწილში, ბათუმში, თეას და გუჯას ცეკვამ სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია. პირველმა კი ვაჟმა, მირიანმა იქორწინა და მშობლებს ლამაზი რძალი მიჰგვარა.

თეა პირველად დედა - 20 წლის ასაკში გახდა. მეოთხე შვილი კი 43 წლისამ გააჩინა... გახსნა სტუდია "თედასი" და ცეკვას მომავალ თაობას ასწავლის. 

წყვილს ამჯერად სახლში ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, იოანა და გაბრიელი. 

"ძიძა და დამხმარე არასდროს გვყოლია. მეუღლე ტოროლაა, მე - ბუ. ღამით ვამზადებ სადილს, ვრეცხავ. დილით მეუღლე აცილებს ბავშვებს სკოლასა თუ ბაღში..." - ამბობს თეა ინტერვიუში.

"ამასობაში 33 წელი გასულა"  - წერს თეა ფეისბუქზე და მილოცვების კასკადს მასპინძლობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"დაბრუნება მიწევს... ჩემმა შეყვარებულმა ხელის მოწერა შემომთავაზა“ - კესო ბერუაშვილი

როგორ დაიკლო ნინი შერმადინმა წონაში - რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი

"მე არც დიდი მწიგნობარი ვარ და არც მჭევრმეტყველი, არც ენები ვიცი. პატრიოტი ვარ და შემართული ვყვები. ალბათ, ეს მოსწონთ“ - სვეტიცხოვლის ცნობილი გიდი იუბილარია