„არჩევანის წინაშე დამაყენა- ან ჩვენ, ან „პრაიმ ჰაუსიო...“ - ვინ დაუპირისპირდა მერიემს პროექტში შესვლამდე

მერიემ გოგაშვილი

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე მერიემ გოგაშვილი „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ 2 თვეა, და არ ელაპარაკება. 

როგორც ირკვევა, დებს შორის უთანხმოების მიზეზი პროექტში შესვლა გახდა.

„დასთან 2 თვეა არ მილაპარაკია. ჩემს დას არ უნდოდა შევსულიყავი, ისევე როგორც დედას. ჩემმა დამ არჩევანის წინაშე დამაყენა, მითხრა ან ჩვენ, მისი ოჯახი, ან „პრაიმ ჰაუსი“. მე ვთქვი, რომ ადამიანებს ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ჩვენი არჩევანი, უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც გვინდა.

ბოლო დღე იყო, კონტრაქტისთვის ხელი უნდა მომეწერა და აღარ მოვდიოდი. ჩემმა დაქალმაც მითხრა არ წახვიდეო. მაშინ დამირეკა დიასამ და მითხრა „რა აღარ მოდიხარ მერიემი, აქამდე მოყვანილი საქმე ახლა არ გაბედო და...“. გავუთიშე, მივხვდი, რომ მინდოდა წავსულიყავი და ხელი მომეწერა კონტაქტისთვის. გვერდზე გადავდე ჩემი დის ნათქვამიც, ავირჩიე ის რაც მინდოდა მე. ჩემი ცხოვრებაა, ჩემი არჩევანიაა. ყველა ჩვენ ჩვენსას გავივლით. 

მას შემდეგ რაც ჩემი თიზერი დაიდო ჩემს დასთან კონტაქტი არ მქონია. რამდენიმე დღის წინ იყო ჩემი დის შვილის დაბადების დღე. ვგიჟდები მასზე, 2 თვეა არც მილაპარაკია მასთან, მხოლოდ სთორებს ვნახულობ. დავურეკე, მივულოცე შვილის დაბადების დღე და აღმოჩნდა, რომ ორსულადაა. ბოლოს წარმატებები მისურვა. მე დედაჩემისგან სულ ვკითხულობ ჩემი დის ამბებს“, - გვითხრა მერიემ გოგაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვინ აპირებდა მერიემისთვის „ვენოკის“ გაგზავნას - „ნათელში იყოს შენი ქალური სოლიდარობაო“

👉 „ჩემს ოჯახს შეეშვით! ჩვენ უმამოდ დავიზარდეთ... კი მამაჩემი "სოჩაში" ცხოვრობს და რესტორანში მღერის“- რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

👉 VIDEO: პატარძალს გული წაუვიდა - კადრები ქორწილიდან, რომელმაც ხალხი აღაშფოთა