დედამ შვილის თოჯინას სტრიები დაუხატა - ნახეთ მიზეზი

ბარბი

მწერალ ქეით კლაქსტონს ორსულობის შემდეგ სხეულთან დაკავშირებული შფოთვა აწუხებდა, რადგან ფეხმძიმობის შემდეგ სტრიები გაუჩნდა. მისი თქმით, თავდაპირველად ისინი ეზიზღებოდა, ახლა კი სტრიებით ამაყობს. ქეითს უნდოდა თავისი სამი წლის შვილისთვის პატარაობიდანვე ესწავლებინა, რომ განსხვავებული სხეულის ქონა ნორმალურია, რის გამოც მისთვის ბარბის სხვადასხვანაირ თოჯინებს ყიდულობდა, თუმცა სტრიები არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„გადავწყვიტე, თოჯინაზე სტრიები ფრჩხილის ლაქით დამეხატა. ბავშვს ბარბით თამაშისას მათზე კომენტარი არ გაუკეთებია, რაც კარგის ნიშნად ჩავთვალე — ე.ი., სტრიები მისთვის უკვე ნორმალურია", -აღნიშნავს ქეითი.

კლაქსტონი იმასაც ამატებს, რომ გაუხარდება, თუ თოჯინის შემქმენელები მართლაც გამოუშვებენ ბარბებს სტრიებით - მისი თქმით, ამით ბარბი გაავრცელებს მესიჯს, რომ სტრიების გაჩენა სანერვიულო არაა.

ქეითმა ცოტა ხნის წინ ამ თემაზე საბავშვო წიგნიც გამოუშვა სახელად დედაჩემი ვეფხვია, რომელშიც პატარა გოგო იგებს, რატომ აქვს დედას კანზე "ზოლები". ქეითის თქმით, ამით უნდოდა დედებისთვის თავდაჯერება შეემატებინა, რომ სამარცხვინო არაა, თუ მსოფლიოს მათ სტრიებს დაანახვებენ.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვილებს სხეულების მრავალფეროვნება ვაჩვენოთ. მინდა, ჩემი შვილი გაიზარდოს ისეთ გარემოში, სადაც ნებისმიერი ტიპის სხეულის ქონა ნორმალურია. მან იცის, რომ დედას სტრიები აქვს და იმედი მაქვს, რომ თუ ოდესმე მასაც ექნება, ამაზე არ იდარდებს", - ამბობს ქეითი.

ბარბის თოჯინების მწარმოებელი კომპანია Mattel წარსულში არასაკმარისი ინკლუზიურობის გამო არაერთხელ გაუკრიტიკებიათ, რადგან ორიგინალი თოჯინა რეალური ადამიანისთვის წარმოუდგენლად გამხდარი იყო, რაც გოგოების სხეულის მიმართ არარეალურ მოლოდინს ქმნიდა. ამის შემდეგ, კომპანიამ სილამაზის სტანდარტების დამსხვრევა არაერთი კამპანიით სცადა.

ასევე ნახეთ:

⇒ VIDEO: როგორ ლოცულობს პატარა ანნა - ჯანეტ ქერდიყოშვილი უსაყვარლესი შვილის ვიდეოს აქვეყნებს

⇒ VIDEO: წარმოუდგენელი თავგანწირვის კადრები - ბიჭი დახრჩობას გამვლელებმა ცოცხალი ჯაჭვით გადაარჩინეს

⇒ ამ დარღვევის გამო, პირს 500 და 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება - დეტალები