ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც ალკოჰოლდამოკიდებულებას ებრძვიან

holiwood

ჰოლივუდის ვარსკვლავების ადგილას ყოფნაზე მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანი ოცნებობს. წითელი ხალიჩა, გლამური წვეულებები და პრესტიჟული კინოფესტივალები - ეს ყველაფერი შორიდან იდეალურად გამოიყურება. 


თუმცა, რეალობა სულ სხვაა. რიგითი ადამიანების მსგავსად, მათაც ხშირად უწევთ ყოველდიურ პრობლემებთან გამკლავება. 
 
შეიძლება ბევრისთვის წარმოუდგენელიც კია, თუმცა ეკრანულ სახეთა უმრავლესობა ალკოჰოლზე დამოკიდებულას აქტიურად ებრძვის. და არც ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდება. 

ბელა ჰადიდი
 
ბელა ჰადიდი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი ჰოლივუდის ვარსკვლავია. ის უყვართ, ჰბაძავენ და აინტერესებთ ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკელი მოდელი წლების მანძილზე ალკოჰოლდამოკიდებული იყო.  ამის გამო ის საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ჯერ კიდევ 17 წლის ბელა 2014 წელს პოლიციამ იმიტომ დააკავა, რომ ის ავტომობილს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა.
 
„ალკოჰოლი ძალიან მიყვარდა. მისი მიღება მაბედნიერებდა, კარგ განწყობაზე მაყენებდა. ამ ყველაფრით დიდ სიამოვნებას ვიღებდი",- ამბობს ბელა ჰადიდი. 
 
ბელა ჰადიდმა ალკოჰოლის მიღებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ექიმმა აჩვენა, თუ როგორ ზემოქმედებდა მის ტვინზე ალკოჰოლის მიღებდა:

„ტვინის სკანირების  შედეგებით იმდენად შოკირებული ვიყავი,  გადავწყვიტე ალკოჰოლის მიღებაზე უარი მეთქვა. ისეთი შეშინებული ვიყავი ხელში ჭიქასაც კი ვეღარ ვიღებდი.  დილის სამ საათზე იმაზე შფოთვით მეღვიძებოდა, თუ რა ვთქვი ხუთი წლის წინ, როცა საშუალო სკოლა დავამთავრე. ეს ტკივილისა და სტრესის დაუსრულებელი ზეგავლენა იყო იმ რამდენიმე ჭიქა სასმლის გამო, რომელსაც შვება არც დალევის პროცესში მოუტანია“
 
ბელა ჰადიდი ამჟამად უალკოჰოლო სასმელების ბრენდის, სახელად Kin Euphorics, თანადამფუძნებელი და პარტნიორია. მოდელის თქმით, ახლა თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. 
 
ბრედ პიტი
 
ალკოჰოლზე დამოკიდებულებას წლების განმავლობაში ებრძვოდა ბრედ პიტიც.  ჯერ კიდევ 2017 წელს მსახიობმა საჯაროდ აღიარა, რომ ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების მთავარი მიზეზი აღნიშნული მავნე ჩვევა გახდა.  პრობლემის მოგვარების მიზნით, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელი  მამაკაცი  ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფშიც კი გაწევრიანდა. 
 

„ეს მარტივი არ იყო. დამოკიდებულებებთან ბრძოლა არასდროსაა მარტივი. რაღაც მომენტში ისიც კი  მეგონა, რომ ამის გაკეთებას ვერ შევძლებდი. თუმცა, ძალა მოვიკრიბე და ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში გავწევრიანდი. გამიმართლა, ძალიან კარგი ადამიანები შემხვდნენ“,- ამბობს ბრედ პიტი. 

ჯონი დეპი
 
ამ მხრივ გამონაკლისი არც ჯონი დეპია. ჯეკ ბეღურა ყოველთვიურად 30 000 დოლარს ალკოჰოლური სასმელების შესაძენად ხარჯავდა. 
 

„თავს ცუდად ვგრძნობდი. ამ დროს კი ალკოჰოლი საუკეთესო გამოსავლად გეჩვენება. დილას არყის სმით ვიწყებდი, ფხიზელი თითქმის არასდროს ვიყავი. წლების განმავლობაში ჩემს თავს სასმლის მიღებით ვწამლავდი. ახლა რომ ვუფიქრდები, ერთადერთი კითხვა მაქვს - რატომ ვუკეთებდი ამ ყველაფერს საკუთარ თავს“,- აღნიშნავს ჯონი დეპი. 
 
ჯონი დეპის თქმით, ალკოჰოლდამოკიდებულებასთან ბრძოლა არასდროსაა გვიანი. ჯეკ ბეღურას ღრმად სჯერა, რომ მთავარი მონდომება, საკუთარი თავის რწმენა და მიზნისკენ სწრაფვაა. 
 
ბენ აფლეკი 2017 წელს ბენ აფლეკმა საჯაროდ აღიარა, რომ ალკოჰოლიზმს ებრძვოდა. აღსანიშნავია, რომ  ამ პრობლემამ მსახიობის კარიერასა და პირად ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ბეტმენის როლზე უარის თქმა  მას სწორედ ალკოჰოლიზმის გამო მოუწია.  აფლეკი მის მაშინდელ მეუღლესთან, ჯენიფერ გარნერთან განქორწინებას ამ მავნე ჩვევას აბრალებს:   „თავიდან ჩვეულებრივად ვსვამდი, თუმცა, ერთხელაც  ალკოჰოლის მიღებას ძალიან მოვუხშირე და ჩემმა ქორწინებამაც განადგურება. მე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, რომელთაც ახლა ვნანობ.  ვცდილობ ფეხზე კვლავ წამოვდგე, ამ გამოცდილებით გაკვეთილი მივიღო და ცხოვრება გავაგრძელო"  ბენ აფლეკი  ალკოჰოლიზმზე დამოკიდებულებას დიდი ხნის განმავლობაში ებრძვოდა. ის მკურნალობის პროცესს სარეაბილიტაციო ცენტრებში გადიოდა.  „ნებისმიერი სახის დამოკიდებულებასთან ბრძოლა რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. რეაბილიტაციის პროცესი დავასრულე და იმედი მაქვს, რომ ამიერიდან ალკოჰოლის გარეშე მომიწევს ცხოვრება.მინდა ადამიანებმა იცოდნენ, რომ დახმარების თხოვნა, როდესაც ეს მართლაც საჭიროა, სირცხვილი არ არის. გახსოვდეთ, რომ არასდროსაა გვიან. მე ეს შევძელი და ვიცი, რომ თქვენც შეძლებთ. გთხოვთ,  ნუ გააფუჭებინებთ თქვენს ცხოვრებას სასმელს",- ამბობს ბენ აფლეკი.