ჯესიკა ალბა YAHOO-ს დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

ალბა

მსახიობი ჯესიკა ალბა კომპანია Yahoo-ს დირქტორთა საბჭოს წევრი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ  Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Yahoo-მ საბჭოში რამდენიმე განსხვავებული ინდუსტრიის წარმომადგენელი დაამატა. ალბას გარდა დირექტორთა საბჭოს ახალი წევრია NBA-ს გუნდის, დალას მევერიკსის ხელმძღვანელი სინტია მარშალი. Yahoo-ს განმარტებით კომპანიაში ახალი, ზრდისა და ტრანსფორმაციის პერიოდი იწყება.

Yahoo ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საძიებო სისტემაა, რომელიც 2021 წელს კომპანია Apollo Global Management-მა შეისყიდა.