კევინ სპეისი სამი კაცის სექსუალურ შევიწროებაშია ბრალდებული

კევინ სპეისი

დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ მსახიობ კევინ სპეისის სამი კაცის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბრალდება სექსუალური შევიწროების ოთხ ეპიზოდზე საუბრობს. დაზარალებულებად კი, სამი კაცი სახელდება. ორი ეპიზოდი 2005 წლით, ერთი - 2008 წლით, ერთი კი 2013 წლით თარიღდება.

62 წლის მსახიობს ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.