ქეით მიდლტონი ხელოვნურ კომაშია?! - სად გაუჩინარდა უელესის პრინცესა - ყველაფერი, რაზეც ექსპერტები საუბრობენ

ქეით მიდლტონი

სად არის ქეით მიდლტონი?! -  ეს ის კითხვაა, რომელსაც საერთაშორისო მედია ბოლო პერიოდია საკმაოდ ხშირად სვამს. ბრიტანეთის მომავალი დედოფალი 2 თვეზე მეტია საჯაროდ არ გამოჩენილა. მისმა გაუჩინარებამ შეთქმულების მრავალი თეორია წარმოშვა.

ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, მუცლის ღრუს ოპერაციას, რომელიც პრინცესამ ჩაიტარა,  გართულება მოჰყვა, რის გამოც ექიმებმა მიდლტონი კომაში ხელოვნურად შეიყვანეს.

„მშობიარობის შემდეგაც კი, ქეითი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გამოჩნდა, მისთვის ამდენი ხნით საჯარო ცხოვრებიდან დამალვა ძალიან უჩვეულოა," - ამბობენ ანალიტიკოსები.

ბოლოს უელსის  პრინცესა  საჯარო სივრცეში გასული წლის დეკემბერში, საშობაო ღონისძიებაზე გამოჩნდა. 2024 წლის 16 იანვარს კი მან ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში მუცლის ღრუს გეგმური ოპერაცია გაიკეთა. კენსინგტონის სასახლის განცხადებით, პროცედურამ კარგად ჩაიარა. მიდლტონმა საავადმყოფო დატოვა, თუმცა დატოვების მომენტში ის მანქანაში არავის დაუნახავს.

სამეფო ოჯახი ამტკიცებდა, რომ მიდლტონმა რეაბილიტაციის პერიოდი სახლში გაატარა. სასახლის წყარო იტყობინებოდა, რომ ქეითი თავს უკეთ გრძნობდა. თუმცა, ამის პარალელურად, პრინცმა უილიამმა  რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გამოტოვა. მიზეზად კი „გაუმჟღავნებელი პირადი საკითხი" დაასახელა.  ამას ემატება ის ფაქტიც, რომ კლინიკა, სადაც მიდლტონმა ოპერაცია გაიკეთა, სამედიცინო ჩანაწერების გასაჯაროებაზე უარს აცხადებს.

გაუჩინარების შემდეგ ქეით მიდლტონის ფოტო პირველად მარტის დასაწყისში  გავრცელდა, სადაც ის მანქანაში დედასთან ერთად ზის, მაგრამ სურათის  ხარისხიდან გამომდინარე, მის აუთენტურობაში ეჭვი მალევე შეიტანეს.  ფოტოში ქეითს კისერი დაფარული აქვს და მზის სათვალე უკეთია, რის გამოც ანალიტიკოსების ნაწილმა ჩათვალა, რომ შესაძლოა, მანქანაში არა ქეითი, არამედ ვიღაც სხვა იჯდა, მაგალითად, მიდლტონის და, რომელიც პრინცესას ძალიან ჰგავს.

ფოტო დედასთან ერთად

დედის დღეზე, კენსინგტონის სასახლემ მორიგი  ფოტო გაავრცელა, რომელზეც ქეით მიდლტონი შვილებთან ერთადაა გამოსახული. სურათი სხვადასხვა ცნობილმა მედიასაშუალებამაც გაავრცელა, თუმცა ფოტო მალევე წაიშალა. ცნობილმა გამოცემებმა განაცხადეს, რომ ეს ფოტომანიპულაცია იყო, მის შესაქმნელად კი გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტი.

დედის დღეს გამოქვეყნებული ფოტო

ამბავს მალევე გამოეხმაურა თავად უელსის პრინცესა. კენსინგტონის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ქეთრინმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ფოტო თავად დაამუშავა, რადგან ამის მოყვარული იყო.

იმავე დღეს კიდევ ერთი კადრი გავრცელდა, რომელზეც, სავარაუდოდ, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი არიან გამოსახულები. კენსინგტონის სასახლემ გამოცემა CNN-ს განუცხადა, რომ წყვილს პირადი ხასიათის შეხვედრა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი ქეითის უკან მდებარე კედლის აგურების განლაგებაზე დაყრდნობით მაინც დაეჭვდა, რომ ფოტოში უელსის პრინცესა ფოტოშოპით „განათავსეს“.  მათი მტკიცებით, ქეითის ზედა ნაწილი გასულ წელს საშობაო ღონისძიებაზე გადაღებული სურათიდან აიღეს.

17 მარტს ტაბლოიდებმა The Sun და TMZ ვიდეო გაავრცელეს, რომელიც, მათი მტკიცებით, ახალია და პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ასახავს.  თუმცა, ვიდეომ  ეჭვები მხოლოდ გაამყარა - გაჩნდა ახალი თეორია, რომ ქეით მიდლტონს ორეული ჰყავს. ექსპერტების თქმით, კადრებში  გამოჩენილი ქალის სახის ფორმა და სიმაღლე ბრიტანეთის პრინცესას სხეულის მონაცემებს არ ემთხვევა.

ექსპერტები ვარაუდობენ იმასაც, რომ ქეით მიდლტონს უილიამთან განქორწინება სურს. ამის მიზეზად ისინი პრინცის მორიგ  ღალატს ასახელებენ. გავრცელებული ცნობებით, ბრიტანეთის მომავალმა მეფემ მეუღლეს ყოფილ მოდელთან და პოლიტიკის მკვლევართან, სარა როუზ ჰანბერისთან კიდევ ერთხელ უღალატა.  როუზს საკმაოდ ძლიერი კავშირი აქვს სამეფო ოჯახთან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მედია უილიამისა და როუზის ურთიერთობის შესახებ ალაპარაკდა. ჯერ კიდევ 2019 წელს ბრიტანული ტაბლოიდი The Sun წერდა, რომ ქეითი აღარ მეგობრობდა  როუზთან რადგან მეუღლემ მასთან უღალატა. გავრცელებული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ როუზმა მისი ადვოკატების საშუალებით უარყო.

როუზ ჰანბერი და ქეით მიდლტონი

ექსპერტებს სხვა მრავალი ვერსიაც აქვთ - მათი თქმით,  ქეითს სამეფო ოჯახთან უთანხმოება აქვს და ისინი ბავშვების მომავალზე ვერ თანხმდებიან. ასევე, ნაწილი მიიჩნევს, რომ შეიძლება მიდლტონი ცოცხალი აღარც იყოს, ან სამეფო ოჯახი ამ ქმედებით სხვა მნიშვნელოვანი ამბის დამალვას ცდილობს.

კონსპირაციები გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ ქეით მიდლტონი საჯაროდ არ გამოჩნდება.  ფაქტი ფაქტად რჩება - თითქმის 3 თვეა, რაც ბრიტანეთის მომავალი დედოფალი გაუჩინარდა. მის გაუჩინარებაზე კი არც სამეფო ოჯახი და არც პრინცი უილიამი არ საუბრობს.