სკარლეტ იოჰანსონმა ბედნიერი ქორწინების საიდუმლო გაამხილა

სკარლეტ იოჰანსონი

სკარლეტ იოჰანსონმა ბედნიერი ქორწინების საიდუმლო გაამხილა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სკარლეტ იოჰანსონი დაქორწინებული ამერიკელ კომიკოსზე, წამყვანსა და სცენარისტზე, კოლინ ჯოსტზე. წყვილს ჰყავს წლინახევრის ვაჟი კოსმო.  სკარლეტმა ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ჰარმონიული ქორწინების საიდუმლო გაამხილა. იოჰანსონმა აღიარა, რომ ის და მისი მეუღლე ცდილობენ კომუნიკაციაში სიმარტივის შენარჩუნებას.

„მე ვიტყოდი, რომ მე და კოლინი ძალიან ხშირად ვიცინით და ასევე რეგულარულად გვაინტერესებს ერთმანეთის მდგომარეობა“, - თქვა კინოვარსკვლავმა.

სკარლეტმა აღნიშნა, რომ მას და მის ქმარს განსხვავებული ტემპერამენტი აქვთ, მაგრამ ეს აძლიერებს მათ კავშირს. იოჰანსონმა თქვა, რომ მისი ქმრის პროფესია გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ურთიერთობს იგი მასთან. 

მწერალზე ვარ გათხოვილი, კომედიებს წერს. ის ხანდახან, მოგეხსენებათ, ზედმეტად ღრმაა ფიქრებში, საკმაოდ ინტროვერტია. მე უფრო ექსტროვერტი ვარ, ამიტომ ჩვენი ჰარმონიის გასაღები არის ის, რომ ყოველი დღის ბოლოს ვიკითხოთ: „როგორ ხარ დღეს?“ - თქვა სკარლეტმა.

კოლინ ჯოსტი მსახიობის მესამე ქმარი გახდა. მათ რომანი 2016 წელს დაიწყეს. და მათ ურთიერთობაზე ღიად ისაუბრეს მხოლოდ 2017 წლის ბოლოს. 2020 წლის ოქტომბერში შეყვარებულები დაქორწინდნენ. ვაჟის, კოსმოს გარდა, მსახიობს მეორე ქორწინებიდან 8 წლის ქალიშვილი როუზიც ჰყავს.