VIDEO: ჰყავს თუ არა ცოლი გუგა გიორგობიანს - რას ამბობს ტიკტოკერი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოზე

გუგა გიორგობიანი

რესტორატორ დავით გიორგობიანს და მის შვილს, გუგას, ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ბევრი ადამიანი გაერთიანდა იმისთვის, რომ გუგას გასართობ პლატფორმაზე გამომწერების გარკვეული რაოდენობა შეეგროვებინა და მამას მისთვის საოცნებო „პორშე“ ეჩუქებინა.

ამჟამად, ბლოგერი საზოგადოების ყურადღების ცენტრში სულ სხვა მიზეზით მოექცა. ერთ-ერთი ბარის გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ეწერა, რომ აღნიშნულ ლოკაციას გუგა მეუღლესთან ერთად ესტუმრა. 

ნახეთ კადრები ↓

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვირუსულად მალევე გავრცელდა. ფაქტი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და როგორც ჩანს, დიდი ინტერესი გამოიწვია.

„პრაიმტაიმი“ ამბის გადასამოწმებლად თავად გუგას დაუკავშირდა.

გუშინ ამ ბარში ვიყავი, მაგრამ ცოლი ნამდვილად არ მყავს... ეს გოგონა ჩემი ახლობელია,“ - გვითხრა გიორგობიანმა.