„მზიური ველნესი“ - ახალი, ისტორიული მნიშვნელობის საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი აჭარაში | Property Georgia

„მზიური ველნესი“ - ახალი, ისტორიული მნიშვნელობის საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი აჭარაში

მახინჯაურში, ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორია სულ მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. კურორტი ათწლეულების მანძილზე იყო სასურველი ადგილი სამკურნალო გამაჯანსაღებელი დანიშნულებით, სადაც ვიზიტორთა რიცხვი როგორც პოსტ საბჭოთა ისე ევროპის მრავალი ქვეყნიდან ყოველწლიურად 10 000-ს აჭარბებდა. 

მახინჯაური ზღვისპირა კლიმატურ, ბალნეოლოგიური კურორტია, იქ არსებულ მიკროკლიმატს და სუბთერმულ-მინერალურ წყალს ჯერ კიდევ მე 20 საუკუნის დასაწყისიდან იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და სწორედ ამიტომ სტუმრობდნენ კურორტს წელიწადის ოთხივე დროს. 

„მზიური ველნესის“ საცხოვრებელი და გამაჯანსაღებლი კომპლექსი რომელიც  16000 კვ.მ ზე მრავალწლოვანი ფიჭვებისა და ენდემური ნარგავების შუაგულში ვითარდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არამედ მთლიანად რეგიონისთვის. 

„მზიური ველნესი“ აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, 5*****-იან  სასტუმროების ქსელ CROWNE PLAZA-ს და საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბალნეოლოგიურ და გამაჯანსაღებელ ცენტრს რომელიც როგორც „მზიური ველნესის“ მობინადრეებისთვის, ასევე ნებისმიერი ვიზიტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

ჩვენი მიზანია აჭარა, კონრეტულად კი მახინჯაური კვლავ ვაქციოთ ოთხივე სეზონზე მიმზიდველ დასასვენებლ ლოკაციად და ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო ტურიზმით და ბალნეოკურორტით დაინტერესებული ვიზიტორების მიღებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს.

კომპლექსის მშებელობა უკვე დაწყებულია და 2026 წლის ბოლოს დასრულდება

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: