ევროპარლამენტმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ პირველი კანონი დაამტკიცა

1

ევროპარლამენტმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ პირველი კანონი დაამტკიცა. ახალმა რეგულაციამ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და უსაფრთხოებასთან, ასევე დემოკრატიასა და კანონთან ხელოვნური ინტელექტის შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს.

კანონი მიზნად ისახავს მაღალი რისკის ხელოვნური ინტელექტისგან გარემოს დაცვასა და პოტენციური რისკის შემცირებასაც. წესები ვრცელდება „მაღალი რისკის“ აპლიკაციებზე, როგორიცაა, მაგალითად, სახის ამომცნობი სისტემები, ასევე ისეთი აპლიკაციები, რომლებსაც ადამიანის ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება შეუძლია.

ასეთი ტექნოლოგიის გამოყენება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
როგორ შეწყვიტოთ გამუდმებით ტელეფონში ყურება და მოიშოროთ მავნე ჩვევა
Öncəki yazı
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა გაორმაგდა