სხვა ამსტერდამი

Qartulia NYC
SKU:
Regular Price $17.00 Sale Price Unit price: $0.00

Quick Overview

„ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ბაბუაჩემი მელენტი მასხულია მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიაში აღმოჩნდა, სადაც პარტიზანებს შეუერთდა ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ასე მეუბნებოდა დედაჩემი, რომელიც დაწვრილებით მიყვებოდა იმის შესახებაც, თუ როგორ გაიპარა მანამდე ბაბუაჩემი მელენტი საფრანგეთის ერთ-ერთი საკონცენტრაციო ბანაკიდან შვიდ ქართველ ტყვესთან ერთად. ომი რომ დამთავრდა, საბჭოთა კავშირში დაბრუნებული ბაბუაჩემი მოსკოვიდან პირდაპირ...

Secured and trusted checkout with

„ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ბაბუაჩემი მელენტი მასხულია მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიაში აღმოჩნდა, სადაც პარტიზანებს შეუერთდა ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ასე მეუბნებოდა დედაჩემი, რომელიც დაწვრილებით მიყვებოდა იმის შესახებაც, თუ როგორ გაიპარა მანამდე ბაბუაჩემი მელენტი საფრანგეთის ერთ-ერთი საკონცენტრაციო ბანაკიდან შვიდ ქართველ ტყვესთან ერთად. ომი რომ დამთავრდა, საბჭოთა კავშირში დაბრუნებული ბაბუაჩემი მოსკოვიდან პირდაპირ ციმბირში გააგზავნეს და იქ პატიმრობაში ათი წელი გაატარა. ალბათ ამიტომაც მეუბნებოდა მამაჩემი, რომ ბაბუაჩემი არა ფაშისტებს, არამედ კომუნისტებს ებრძოდა მთელი ცხოვრება და ამის გამო აღმოჩნდა კიდეც შორეულ გადასახლებაში. ყველაზე საინტერესო კი ჩემთვის, რასაკვირველია, ბებიაჩემის ვერსია იყო, რომელიც ამტკიცებდა რომ ბაბუა, სინამდვილეში, არავის ებრძოდა (საერთოდ) და ამსტერდამში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ იქ საყვარელი ჰყავდა, რომლის ბინაშიც ომის პრობლემებს ემალებოდა. ბებიაჩემს კი მაინც ვერსად დაემალა...“ – დათო ტურაშვილი. დათო ტურაშვილის მორიგი რომანი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბებისა და მწერლის ჰოლანდიური შთაბეჭდილებების ნაკრებია. ამ წიგნით ქართველი მკითხველი დაინახავს მისთვის ჯერ უცნობ, ისტორიულ თუ თანამედროვე ამსტერდამს და ჰოლანდიელებს.

ჩვენთვის უმთავრესია ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი შენაძენით და ამისათვის ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მუშაობს. თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ  გვაქვს ნივთის უკან დაბრუნების შემდეგი პოლიტიკა:

  • დაზიანებული/არასასურველი ნივთის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებული ვალდებულია აცნობოს კომპანიას ნივთის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, შემდეგ ელ.ფოსტაზე: qartulias@yahoo.com.
  • შეტყობინების დასათაურებაში მიუთითოს “ნივთის დაბრუნება”, აღწეროს წერილში ნივთის დაბრუნების მიზეზი, დაზიანებული ნივთის შემთხვევაში კი თან დაურთოს ფოტო მასალა
     

მას შემდეგ რაც მივიღებთ და განვიხილავთ თქვენს შეტყობინებას გამოგეგზავნებათ დაბრუნებისათვის საჭირო დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება ნივთის დაბრუნების ყველა საჭირო ეტაპი.

აუცილებლად დაურთეთ აღნიშნული დოკუმენტი ნივთს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება ნივთის დაბრუნება. იმ შემთხვევაში თუ ნივთს თავად აბრუნებთ მაღაზიაში ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ მისი მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

იმისათვის, რომ ნივთი დაიბრუნოს კომპანიამ აუცილებელია იგი იყოს იმავე მდგომარეობაში როგორშიც მიიღეთ, ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული, მას თან უნდა ჰქონდეს მარკა ( ეს ვერ მოვიფიქრე სხვაგვარად როგორ დამეწერა) და პირვანდელი შეფუთვა, ამასთანავე თან უნდა გქონდეთ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. თვენს მიერ უკვე გამოყენებულ და დაზიანებულ ნივთს კომპანია უკან არ დაიბრუნებს.

გთხოვთ დაზიანებული, შეცდომით გამოგზავნილი ნივთის ან ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოთ კომპანიას ნივთის მიღების მომენტში, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, რათა დროულად შევძლოთ რეაგირების მოხდენა.

გამონაკლისი:

  • კომპანიაში დაბრუნებას არ ექვემდებარება ფასდაკლების დროს შეძენილი ნივთები და სასაჩუქრე ბარათები.
  • კომპანიაში უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება ისეთი ნივთები, როგორიცაა: საკვები პროდუქტები და მცენარეები, პერსონალურად შექმნილი ნივთები და ტანისამოსი. გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი კითხვის ან სპეციალური შენაძენის შემთხვევაში.

ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ info@qartulia.com