• დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კვლევა

          • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხარდაჭერით ახორციელებს თამბაქოს გლობალურ კვლევას მოზარდებში (GYTS), რომელშიც ჩვენი საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებიც მონაწილეობენ. კვლევა საშუალებას მისცემს ორგანიზაციას შეაფასოს 13-15 წლის მოზარდთა მიერ თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმის  მიმართ  დამოკიდებულება, მიდგომები და შეხედულებები.

            კვლევა ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი სკოლა და კლასები ამ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ იქნა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. კვლევა ტარდება თვითადმინისტრირებადი სტანდარტიზირებული კითხვარის გამოყენებით. კითხვარი ანონიმურია, მასში არ ჩაიწერება მოსწავლის სახელი და გვარი, ან რაიმე სხვა პერსონალური ინფორმაცია. კითხვარის დასრულების შემდეგ, პასუხების ფურცელი მოსწავლის მიერ თავსდება კონვერტში და ილუქება.

          • ღვთისმშობლობას გილოცავთ!

          • მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი სკოლის მოქმედ ტაძარში წირვა ჩატარდა. ეზიარნენ პატარები ,საკურნებლად სულისა და ხორცისა!

            ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.

            ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.

            მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ “მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.

            ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა „ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად“, ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.

            ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს

          • უფალი იყოს ჩვენი მფარველი!

          • 15 სექტემბერს, გიმნაზიაში დეკანიზმა მამა გაბრიელმა და დეკანოზმა მამა მიქაელმა სწავლის დაწყების პარაკლისი აღავლინა, თვალციმციმა გოგო- ბიჭებს, პირველკლასელებს, ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცა და წარმატებებით, სიყვარულით სავსე წლები უსურვა.

            ძვირფასო გიმნაზიელებო, მშობლებო, პედაგოგებო დღეს ჩვენ, ყველანი ერთად ვქმნით ხვალინდელ საქართველოს!

            კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, რომელიც დარწმუნებული ვართ იქნება სიხარულით, სიყვარულით, უამრავი ცოდნით, სავსე და გაბრწყინებული.

            უფალი იყოს თქვენი მფარველი!

          • გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

          • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს.

            დიახ, დღეს, 14 სექტემბერს, როცა საეკლესიო ახალი წელი დგება, ტრადიციისამებრ, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურმა ცენტრმა ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა

            2023 წლის 14 სექტემბერი!

            ახალი სასწავლო წლის დასაწყისი!

            როგორც ყოველთვის, დღესაც იყო ბევრი ღიმილი და სიხარული, პატარების მოლოდინით და ინტერესით აღსავსე თვალები, მცირე სიურპრიზებიც, ყვავილები, ფოტოები!

            გიმნაზიის ადმინისტრაცია ჩვენს მოსწავლეებს, განსაკუთრებით, პირველკლასელებს და სკოლის პედაგოგებს საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას!

            გისურვებთ ჯანმრთელობას და წაარმატებებს!

            უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი!

          • გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებას

          •  

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი 2022-23 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ულოცავს სტუდენტობას და უსურვებს წარმატებულ მომავალს

            1. ელისაბედ სიამაშვილი : თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი 100% გრანტი

            2. ნინი ცეცხლაძე : კავკასიის უნივერსიტეტი 50% გრანტი

            3. ანა ავალიანი : კავკასიის უნივერსიტეტი 50% გრანტი

            4. ვაჟა აბუსერიძე : ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 50% გრანტი

            5. ლიზა ოქროპირიძე : საქართველოს უნივერსიტეტი 50% გრანტი

            6. მარიამ მართალიშვილი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 50% გრანტი

            7. ლუკა გიორგაძე: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 50% გრანტი

            8. ნიკა ბეჟანიძე: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი შიდა 40% გრანტი

            9. ელენე ანთაძე : ილიას სახელობის უნივერსიტეტი სრული დაფინანსება

            10. თინიკო გოგიტიძე : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრული დაფინანსება

            11. ნიკოლოზ ცინცაბაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შიდა 40% დაფინანსება.

            გავა დრო ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, თქვენც იტყვით თქვენს სათქმელს. გვასახელებთ ყველას ერთად.მაღალი ღმერთი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

          • ჩვენი ცენტრის ფორმის ესკიზები

          • გვიახლოვდება ახალი სასწავლო წელი!

            გთავაზობთ ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეთა ფორმების ესკიზებს გოგონებისა და ვაჟებისთვის (ფორმის შეფერილობა არის მუქი ლურჯი)

          • გზა წარმატებული მომავლისკენ

          • ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ოქროსა და ვერცხლის მედალზე დაასრულეს სკოლა ქობულეთის მერმა, ბატონმა ლევან ზოიძემ, საზეიმოდ დააჯილდოვა დიპლომებითა და ფასიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი სიამაყით უერთდება ამ სასიხარულო ფაქტს.

            გილოცავთ ამ ლამაზ დღეს!

            სწორედ აქედან იწყება თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი! გაიარეთ ეს გზა თამამად, მამაცურად შეხვდით ახალ გამოწვევებს, სიძნელეებს...

            გახსოვდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ, გგულშემატკივრობთ!

            ღვთისწყალობას, წინსვლას და წარმატებას გისურვებთ გიმნაზიელებო!

          • ლიტერატურული მარათონი იწყება

          • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში ყოველწლიურად ატარებს ლიტერატურულ მარათონს.

            ლიტერატურული მარათონის მიზანია კითხვის პოპულარიზაცია მოსწავლეებში.

            ლიტერატურულ მარათონში მონაწილების მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად: 7-9 კლასები (I კატეგორია) და 10-12 კლასები (II კატეგორია).

            გთავაზობთ 2024 წლის მარათონისთვის წასაკითხი წიგნების ჩამონათვალს  კატეგორიების შესაბამისად.

            გისურვებთ წარმატებებს!

          • ლიტერატურული ვიქტორინის დასკვნითი ტური

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის მთელი წლის განმავლობაში იმართებოდა ლიტერატურული ვიქტორინა, რომლის დასკვნით ტურში მოსწავლეებმა წაიკითხეს ანტუან დე  სენტ ეგზიუპერის "პატარა უფლისწული".

            თითოეული ტურის შედეგის გათვალისწინებით გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი "ჭკვიანი ვარსკვლავები" 

            ელენე რომანაძე (კაპიტანი)

            ანამარია ვერულიძე

            ქეთევან დოლიძე

            გიორგი ბეჟანიძე 

            საბა პაპუნაიშვილი

            ცენტრის ადმინისტრაციის ხელშეწყობით გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები, თუმცა თითოეული მონაწილის მთავარ ჯილდოდ წაკითხული და განხილული წიგნების  შეგონებები იქცა...

            "წიგნები  საუკეთესო  მეგობრები არიან. ცხოვრების ყოველ განსაცდელში შეგიძლიათ მათ მიმართოთ. წიგნები არასდროს გიღალატებენ".

          • ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან!

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის IV ბ კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება

            კლ. ხელმძღვანელი: ლუიზა ვერულიძე

          • საჯანმრთელო პარაკლისი აბიტურიენტებისათვის

          • გამოცდები ახლოვდება. აბიტურიენტებს ყოველდღიურად არაერთი რჩევა-დარიგება ესმით მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, მეგობრებისგან.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოქმედ ტაძარში დღეს , 2 ივლისს , ტრადიციულად აბიტურიენტებისთვის გამოცდების წინ ჩატარდა საჯანმრთელო პარაკლისი.

            ღვთის წყალობა და წარმატებები, ჩვენო კურსდამთავრებულებო!!!

          • ეტალონი

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი მადლობას უხდის ეტალონი განათლებას საუკეთესო შეფასებისთვის.

            ვიმედოვნებთ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება.

          • “მე ვარ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ!”

          • 2023 წლის გამოსაშვები საღამო

            IV ა კლასი

            კლასის ხელმძღვანელი: ნინო ვერულიძე და IVა კლასი,დიდი პასუხისმგებლობით ემზადებოდა ამ დღისათვის. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

            ლამაზ ფორმებში გამოწყობილი მეოთხეკლასელები გაცისკროვნებული თვალებითა და ბედნიერი სახეებით გამოდიოდნენ სცენაზე. ამბობდნენ ლექსებს, მღეროდნენ და უდიდესი სიყვარულითა და მოწიწებით საუბრობდნენ დედაენის ისტორიაზე.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი ულოცავს პატარებს მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას და მეხუთე კლასში გადასვლას, თავიანთი შემოქმედებით კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გაეხარებინოთ გიმნაზიის პედაგოგებიცა და მშობლები.

            ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი...

          • ლაზარე, გამოვედ, გარე!

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VII ა კლასის მოსწავლეების მიერ მოხდა საქართველოს ისტორიული წარსულის გახსენება!

            “ერი, რომელიც ივიწყებს წარსულს, კარგავს მომავალს” ი. ჭავჭავაძე

            ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისას ისტორიას ივიწყებს. როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილი ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა, და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან - მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა. დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძენისაგან, რომ აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალია, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი.

            ღონისძიების შემდეგ, იქ მყოფმა საზოგადოებამ დაათვალიერა ძველი ქართული დამწერლობის ნიმუშები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ქობულეთის მუზეუმს. გამოფენამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

            ასევე მადლობას ვუხდით კლ.ხელმძღვანელს

            ნინო მოქიას საინტერესო ღონისძიებისთვის

            წარმატებები ბავშვებო

          • ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის ღია პირველობა კალათბურთში

          • დიდი სიხარულით ვულოცავთ

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ნაკრებ გუნდსრომელმაც ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის ღია პირველობაზე კალათბურთში 17 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, დაიკავა მესამე საპრიზო ადგილიწარმატებები მომავაში საამაყო გუნდს

          • 26 მაისი - ეს დღე ჩვენია

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის Iა და Iბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელი: ნათია გოხიძე, მარი კიტია

            გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების დღეს!

            ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს საქართველოს, აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს! ამინ!

          • ბუნებისმეტყველება - Iა და Iბ კლასი

          • კლასი: Iა და Iბ 

            საგანი: ბუნებისმეტყველება

            მასწავლებლები: ნაირა ვასაძე, ტატიანა კიტია.

            თემა:კოსმოსი.

            მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით, მარტივი ხელსაწყოს - ლუპის  საშუალებით დაათვალიერეს ფოთლის აგებულება და გაეცნენ, როგორ შეიძლება გამადიდებელი ხელსაწყოს- ტელესკოპის საშუალებით ციურ სხეულებზე დაკვირვებაც.

          • ინგლისური ენა - Vბ კლასი

          • “მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში”

            საგანი: ინგლისური ენა

            კლასი: V ბ

            მასწავლებელი: მარიამ ვერულიძე

            მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაცია საქართველოს კუთხეების შესახებ, შეამოკლეს, შემდეგ თარგმნეს ინგლისურად და სურათებითურთ განათავსეს პრეზენტაციაში, დაარქვეს სახელი “მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში”

            შექმნეს პერსონაჟი – მეგზური, რომელმაც გაგვაცნო მათ მიერ შერჩეული საქართველოს კუთხეები.

            მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო და საინტერესო გამოდგა დაკისრებულ

            დავალებაზე მუშაობა, ძალიან კარგად იმუშავეს გუნდურობის პრინციპით,ასევე დამოუკიდებლადაც შეასრულეს დავალება, ხალისით ეხმარებოდნენ ერთმანეთსაც და უზიარებდნენ უკვე მიღებულ ცოდნას.

            მთლიანობაში ბავშვებისთვის იყო საინტერესო და პროდუქტიული მუშაობის პროცესი.