Book Creator

ხევსურეთის სილამაზე

by bobgiashvili.nana

Pages 7 and 8 of 17

ხევსურეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე, ჩრდილოეთის განედის 42°25′-42°27′ და აღმოსავლეთი გრძედის 44°48′-45°18′ შუა. მას უჭირავს დაახლოებით 1050 კმ² ფართობი.
აღმოსავლეთიდან ხევსურეთს ესაზღვრება ჩეჩნეთი და თუშეთი, სამხრეთით — ფშავი, დასავლეთით — ხევი და მთიულეთ-გუდამაყარი, ჩრდილოეთით კი — ინგუშეთი. ქისტეთ-ჩეჩნეთისაგან ხევსურეთს ჰყოფს მითხოსა და მაისტის მაღალი მთები, რომლებიც მიემართებიან ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, ბისნის მთიდან დაწყებული ტებულოს მთამდის. ხევსურეთისა და ფშავის გამყოფი საზღვარი იწყება მცირე ბორბალოდან და ლიქოკის მთით მიდის აკუშოს წყლის სათავემდის და შემდეგ ბეტისჩრდილზე და კიშხევზე გადადის.
ხევსურეთი მაღალმთიანი მხარეა, რომელიც ღრმა ხევებით არის დაღარული. მისი გეოგრაფიული სახელწოდებაც „ხევ-სურეთი“ აქედან არის წარმომდგარი და ნიშნავს ღრმა ხევებიან ადგილს. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავლებისა — ფხოველები. ხევსურეთის არაგვის სათავეები გამომდინარეობენ არხოტისთავისა და ანატორის მთებიდან. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის წყალგამყოფი არხოტისთავია (3050 მ), რომელზედაც გადადის არხოტ-როშკის გადასასვლელი ბილიკი. ამ გადასასვლელს არხოტელები როშკის გადასასვლელს უწოდებენ, როშკელები — არხოტისას.

You've reached the end of the book

Read again

Made with Book Creator

PrevNext