1 წლის წინ
როდრიგო დარჩენილ მნიშვნელოვან მატჩებს ძირითადიდან დაიწყებს
როდრიგო დარჩენილ მნიშვნელოვან მატჩებს ძირითადიდან დაიწყებს
ავტორი
Aa

მადრიდული გამოცემა Marca "რეალის" შემტევზე როდრიგო გოეშზე ახალ, საინტერესო ცნობებს ავრცელებს.

როგორც იწერება, როდრიგოს როლი "ბლანკოსის" თამაშში უფრო და უფრო იზრდება.

გარდა ამისა, ანჩელოტისთვის იგი უკვე ხელშეუხებელი მოთამაშეა და აქედან გამომდინარე, ბრაზილიელი დარჩენილ ყველა მნიშვნელოვან მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში "ბლანკოსს" კოპა დელ რეის ფინალი, შემდეგ კი "სიტისთან" ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი აქვს სათამაშო.


Facebook კომენტარები