დონბასში რუსმა სნაიპერმა უკრაინელი ჯარისკაცი მოკლა

27 მაისს დონბასში, რუსი ოკუპანტების სნაიპერმა უკრაინელი ჯარისკაცი მოკლა. ამის შესახებ ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება Север-ის ფეისბუქ-გვერდი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტებმა უკრაინის სამხედრო ძალების პოზიციებს ლუგანსკის ოლქში, სოფელ ნოვოტოშკოვსკოეს მიდამოებში გაუხსნეს ცეცხლი.

“სნაიპერული გასროლის შედეგად ერთ ჯარისკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტყვია მოხვდა”,  - ნათქვამია განცხადებაში. 

რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმის შემდეგ უკრაინულმა შენაერთებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

მსგავსი სიახლეები