ახალშობილები და ძილი - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ახალშობილები და ძილი

ახალშობილები და ძილი

ახალშობილების ზრდისა და განვითარებისთვის ძილი აუცილებელია. მათი ძილის რეჟიმი საკმაოდ განსხვავდება უფროსებისგან, ამიტომ კარგი იქნება, მშობლემა იცოდნენ, რას უნდა ელოდნენ. Ჩვილები არ იბადებიან დარეგულირეგული ძილის ციკლებით და ამის “სწავლა” თანდათანობით უწევთ.

Პირველი ორი კვირის განმავლობაში პატარებს დაახლოებით 16-18 საათიანი ძილი სჭირდებათ ყოველდღიურად (დღისით დაახლოებით 7-8 საათი, ღამით - 8 საათი). ეს ჩაძინებები კი გრაფიკზე საერთოდ არ არის დამოკიდებული და შეიძლება სულ სხვადასხვა იყოს.  

Მშობლებისთვის კი თავდაპირველად, საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, რამდენ ხანს უნდა ეძინოს ბავშვს და რა სიხშირით, თუმცა სანერვიულო არაფერია. ეს ინფორმაციაც დროსთან ერთად მოდის და თქვენი პატარას ქაოტურ ძილის რეჟიმს მალე აუწყობთ ფეხს.

დაიმახსოვრეთ, ჩვილებმა არ იციან, როგორ უნდა დაიძინონ და ამაში მშობლების დახმარება სჭირდებათ. Შეეცადეთ, რომ ბავშვმა ძუძუს ჭამის დროს ან თქვენს მკლავებში არ დაიძინოს, რადგან ამას მიეჩვევა. Სასურველია, რომ ცოტა ხანი ხელში გყავდეთ და როგორც კი შეამჩნევთ, რომ ეძინებათ, საწოლში დააწვინოთ. 

მართალია, ჩვილების ძილის რეჟიმი განსაზღვრული არ არის და ყველასთვის განსახვავებულია, თუმცა ზოგჯერ მშობელი სხვადასხვა პრობლემას შეიძლება გადააწყდეს. თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, Ძილის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად დაჯავშნეთ პედიატრის კონსულტაცია.

Რაც უფრო იზრდებიან, ბავშვებს უფრო ნაკლები ძილი სჭირდებათ და დღისითაც უფრო დიდი ხნით არიან ფხიზლად. გარდა ამისა, ღამითაც ნაკლებად იღვიძებენ.

ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელიც ახალბედა მშობლებს უჩნდებათ, არის უნდა გააღვიძონ თუ არა პატარა ჭამისთვის. Პატარებს ზრდისა და განვითარებისთვის ყოველდღიურად კალორიების განსაზღვრული რაოდენობის მიღება სჭირდებათ. ამიტომაც ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს მათი გაღვიძება. 2 თვემდე ასაკის ჩვილებს კვება ყოველ ორ საათში ერთხელ სჭირდდებათ. Რაც შეეხება:

  • 2-4 თვემდე ყოველ სამ საათში
  • 4-6 თვემდე ყოველ ოთხ საათში
  • 6 თვის ასაკში კი ყოველ 4-5 საათში

Ნებისმიერი მშობლისთვის მნიშვნელოვანია, მის პატარას კარგად ეძინოს, რადგან ყველა იაზრებს რამხელა მნიშვნელობა აქვს საკმარის ძილს სწორი განვითარებისთვის. თანაც, ამ დროში მშობლებს დასვენება ან საკმაოდ ბევრი საქმის მოსწრებაც შეუძლიათ. Მართალია, ბავშვებს, განსაკუთრებით ჩვილებს, დიდხანს ძილი სჭირდებათ, თუმცა ძალიან ბევრი ძილი მათთვისაც არსებობს. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს პატარას ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს ძინავს ან მისი გაღვიძება გიჭირთ, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.  

თუ გაქვთ კითხვები ახალშობილის ძილის რეჟიმთან დაკავშირებით, დაჯავშნეთ REDMED-ის პედიატრთან ვიდეო კონსულტაცია. Პედიატრიული კლინიკა დღის ნებისმიერ მონაკვეთში, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.


ავტორი: მარიამ ოსიტაშვილი

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
რა არის Პრედიაბეტი?
პრედიაბეტი ნიშნავს სისხლში შაქრის ნორმაზე მაღალ დონეს. თუმცა არა საკმარისად მაღალს, რომ ჩაითვალოს ტიპი 2 დიაბეტად.
ანორექსია
ანორექსია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება სხეულის არანორმალურად დაბალი წონით, წონის მომატების ძლიერი შიშით და წონის დამახინჯებული აღქმით.
კვებითი აშლილობა
კვებითი აშლილობა არის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს, ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
როგორ ჩავეწერო ოჯახის ექიმთან ონლაინ კონსულტაციაზე?
ექიმთან ონლაინ კონსულტაციის მისაღებად გადმოწერე და გახსენი REDMED აპლიკაცია. Სადაზღვევო პოლისის დასამატებლად, გადადი პროფილში და დააჭირე ღილაკს “სადაზღვევო პოლისები”;
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available