ახალშობილის განვითარების ეტაპები - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ახალშობილის განვითარების ეტაპები

ახალშობილის განვითარების ეტაპები

ახალშობილ ბავშვს ყოველ დღე ახალ-ახალ ფიზიკურ, სოციალურ თუ კოგნიტურ უნარებს შეამჩნევთ. მშობლებისთვის ბავშვის პირველი ღიმილი, სიცილი, სათამაშოს დაჭერა დასამახსოვრებელი მომენტებია. ამიტომაც თქვენი პატარას განვითარება დაბადებიდან არა მხოლოდ მისთვის, არამედ თქვენთვისაც საინტერესო და საოცარი თავგადასავალია.

რომელ თვეში რა უნარები აქვს ახალშობილს, ძირითადად, განსხვავებულია, რადგან ბავშვები სხვადასხვა ტემპით იზრდებიან. თუმცა არსებობს ეტაპები, რომლებიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ, კონკრეტულ ასაკში თქვენი პატარასგან რომელი უნარის განვითარებას უნდა ელოდოთ.

1 თვე:

თქვენს შვილს უმეტესად სძინავს, მაგრამ ყოველ დღე შესამჩნევია ის, თუ რა სწრაფად იზრდება. ასევე, 

  • ამ ასაკში ჩვილებს შეუძლიათ ხელის მიტანა პირთან, მუშტის შეკვრა;
  • უმზერენ შავ-თეთრ საგნებს;
  • თავს აბრუნებენ მწოლიარე მდგომარეობაში;
  • თვალს აყოლებენ სახეებს;
  • ინსტინქტურად რეაგირებენ ხმამაღალ ან უეცარ ხმებზე;  
  • რაც ყველა მშობელს ახარებს არის ის, რომ 1 თვის ახალშობილები ცნობენ ზოგიერთ ბგერას, მათ შორის მშობლების ხმას.

2 თვე:

მართალია პატარებს ამ პერიოდშიც სჭირდებათ ძილი, მაგრამ შედარებით ნაკლებს იძინებენ და უფრო ღამის საათებში. გარდა ამისა,

  • ზოგჯერ სახეების ცნობა შეუძლიათ;
  • უფრო აქცევენ ყურადღებას ფერად ან ბრჭყვიალა სათამაშოებს/ნივთებს;
  • გამოსცემენ ღუღუნის ხმას;
  • შეიძლება საპასუხოდ გაგიღიმონ;
  • პირს აღებენ დედის ძუძუს ან საჭმელი ბოთლის დანახვისას;
  • შეუძლიათ ხელში საგნების დაჭერა.

3 თვე:

ამ ასაკში

  • ბავშვს თავის მოძრაობა და ამ მოძრაობის კონტროლი უფრო თავისუფლად შეუძლია;
  • ზოგჯერ პატარები “ლაპარკს” ცდილობენ და მათთვის ნაცნობ ხმებს ბაძავენ ხოლმე;
  • მწოლიარე მდგომარეობაში შეუძლიათ გვერდზე გადატრიალება;
  • ხელს იწვდნენენ მშობლების სახისკენ;
  • ახალშობილები უფრო მეტი სოციალურობით გამოირჩევიან და თამაშიც სიამოვნებთ;
  • მშობლების ხმაზე ხშირად იღიმიან.

4 თვე:

ჩვილები მეტი ინტერესით აკვირდებიან და შეისწავლიან გარესამყაროს. ამ პერიოდში 

  • მაჯებს ეყრდნობიან;
  • სათამაშოს დანახვის შემდეგ მისკენ იქაჩებიან;
  • იმდენად უყვართ თამაში, რომ მისი შეწყვეტის დროს, ტირილს იწყებენ;
  • უფრო უცხო ადამიანის სახეებს აკვირდებიან, ვიდრე ნაცნობის;
  • ტირილით კომუნიკაცია უფრო შეუძლიათ - გაბრაზებას ან დაღლას სხვადასხვანაირად გამოხატავენ;
  • მშობლების სახის დანახვისას ტრილის წყვეტენ;
  • მუცლიდან ზურგზე ან პირიქით გადატრიალდებიან ხოლმე.

5 თვე:

ამ დროს

  • კიდევ უფრო იზრდება პატარების თამაშისადმი სიყვარული;
  • უკვე იწყებენ თავიანთ სახელზე რეაგირებას;
  • სიბრაზეს ტირილის გარდა სხვა ხმებითაც გამოხატავენ;
  • ვიზუალურად ცნობენ თავიანთ მომვლელებს;
  • ეს ინდივიდუალურია, თუმცა ამ დროს პატარების უკეტესობა “წამოჯდომას” იწყებს.

6 თვე:

6 თვის ბავშვები უკვე გაზრდილებად გვეჩვენებიან, რადგან მყარი საკვების მიღებას იწყებენ. გარდა ამისა,

  • პატარები უკვე დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე ჯდებიან 1-2 წუთის განმავლობაში;
  • ამ ასაკში განსაკუთრებით უყვართ ხმაურიანი სათამაშოები და მათი გამოძრავება;
  • უკეთ გამოხატევენ ემოციებს საკუთარი ხმის ტონით და ასევე სხვების ემოციების გარჩევაც გამოსდით;
  • მომენტარულად ჩერდებიან, როდესაც “არა”-ს ეუბნებიან;
  • ამ ასაკში ჩვილები სარკეებითა და თავიანთი გამოსახულებით ინტერესდებიან;
  • სათამაშოს ხელიდან ხელში გადატანა უფრო თავისუფლად შეუძლიათ.

ბავშვის სოციალური, ფიზიკური და კოგნიტური განვითარება გარკვეულწილად მშობელზეცაა დამოკიდებული. ხშირად ელაპარაკეთ მას და შეეცადეთ საბავშვო წიგნები წაუკითხოთ ხოლმე, ეს ენის უკეთ გაგებაში და სწავლაში დაეხმარება. როცა თქვენი შვილი თავისი ენით “დაგელაპარაკებათ”, აუცილებლად უპასუხეთ. გარდა ამისა, ეცადეთ, როცა პატარა რამე ახალს გააკეთებს, შეაქოთ და თქვენი ემოცია ღიმილით და სიცილით გამოხატოთ, რათა ბავშვი მიხვდეს, რაღაც კარგი გააკეთა. თქვენს შვილს გონებრივ განვითარებაში მუსიკაც დაეხმარება. 

შესაძლოა, რომ პატარას განვითარება მოცეულ “ჩარჩოებს” გასცდეს და რომელიმე უნარი უფრო ადრე შეიძინოს ან პირიქით - გვიან. ამაში საგანგაშო არც არაფერია, რადგან ახალშობელები მაინც ინდივიდუალური ტემპით იზრდებიან. თუმცა თუ მაინც მოუსვენრად გრძნობთ თავს, ენდეთ საკუთარ ინსტინქტს და აუცილებლად გადაამოწმეთ პედიატრთან.  


დაჯავშნე REDMED-ის პედიატრის ვიდეო კონსულტაცია.


ავტორი: მარიამ ოსიტაშვილი

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
რა არის Პრედიაბეტი?
პრედიაბეტი ნიშნავს სისხლში შაქრის ნორმაზე მაღალ დონეს. თუმცა არა საკმარისად მაღალს, რომ ჩაითვალოს ტიპი 2 დიაბეტად.
ანორექსია
ანორექსია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება სხეულის არანორმალურად დაბალი წონით, წონის მომატების ძლიერი შიშით და წონის დამახინჯებული აღქმით.
კვებითი აშლილობა
კვებითი აშლილობა არის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს, ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
როგორ ჩავეწერო ოჯახის ექიმთან ონლაინ კონსულტაციაზე?
ექიმთან ონლაინ კონსულტაციის მისაღებად გადმოწერე და გახსენი REDMED აპლიკაცია. Სადაზღვევო პოლისის დასამატებლად, გადადი პროფილში და დააჭირე ღილაკს “სადაზღვევო პოლისები”;
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available